“ძაღლები აკითხავენ საფლავზე და საათობით, მოწყენილნი წვანან…” – რას ყვება დედა 16 წლის ლუკა ფოფხაძეზე, რომელიც რაჭაში რეანომობილის პრობლემას ემსხვერპლა

16 წლის ლუკა ფო­ფხა­ძის დედამ სოციალურ ქსელში ლუ­კას საფ­ლავ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გამოაქვეყნა, რო­მელ­ზეც ძაღ­ლე­ბი არი­ან ასა­ხულ­ნი. ბელა ჯმუ­ხა­ძის თქმით, ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი მისი შვი­ლის საფ­ლავს არ შორ­დე­ბი­ან:


“ლუკას ბობი და შაკო
დღისით..ღამით..ყოველ დღე მიდიან ლუკასთან.
როგორ გიყვარდა ორივე და რამდენ რამეს მიყვებოდი მათზე ჩემო ლუკა❤
მენატრები,ძალიან მენატრები “

ცნობისთბის, 16 წლის ლუკა ფო­ფხა­ძე რა­ჭი­დან ქუ­თა­ისის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 19 ივ­ლისს გა­და­იყ­ვა­ნეს. ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არას­რულ­წლო­ვა­ნი ზღვი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ და­უდ­გე­ნე­ლი ვირუ­სით შე­უძ­ლოდ გახ­და. მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბის შემ­დეგ კი ამ­ბრო­ლა­უ­რის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­ი­და­ნაც მისი რე­ა­ნო­მო­ბი­ლით გა­დაყ­ვა­ნა გახ­და სა­ჭი­რო. გზა­ში რე­ა­ნო­მო­ბი­ლის აპა­რა­ტუ­რა და­ზი­ან­და, რა­მაც ბი­ჭის მდგო­მა­რე­ო­ბის გარ­თუ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. სა­ბო­ლო­ოდ, სა­ჭი­რო გახ­და მე­ო­რე რე­ა­ნო­მო­ბი­ლის გა­მო­ძა­ხე­ბა, რო­მელ­მაც სამი სა­ა­თით და­იგ­ვი­ა­ნა.

41-დღი­ა­ნი კო­მის შემ­დეგ, 16 წლის მო­ზარ­დი ქუ­თა­ი­სის ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში, 2 სექ­ტემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა.

დაწერე კომენტარი