“ძალოვანი სტრუქტურები ბოროტების სამსახურში აღმოჩნდნენ, ეს კი იგივეა, რაც მაიმუნი “ლიმონკით” ხელში” – დავით ნებიერიძე

დავით ნებიერიძე

ეკონომისტი დავით ნებიერიძე სოციალურ ქსელში მეუფე შიოს ქადაგებას ეხმიანება:

გუშინ ვსტუმრობდი ტვ “პირველზე” “ხალხის პოლიტიკაში” და უკვე დავწერე, რომ მძიმე შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. ეს სიმძიმე კი განაპირობა ქოცების მდგომარეობის ანალიზმმა. კერძოდ, გვარიანად შემცირებული და აშკარად დემორალიზებული ქოცები არა ადეკვატურები არიან. აბსოლუტურად დაცლილი არიან ლოგიკისაგან და ანჩხლ დედაბერს გვანან, რომელსაც აღარ აინტერესებს ლოგიკა. სამწუხარო კი ისაა, რომ მათი ანჩხლობა შეუკავებელ აგრესიაშია გადაზრდილი და მათ ხელშია დარჩენილი ძალოვანი სტრუქტურები, რომლებიც ბოროტების სამსახურში აღმოჩნდნენ. ეს კი იგივეა, რაც მაიმუნი “ლიმონკით” ხელში. თან ეს “ანჩხლი დედაბერი” გადარჩენის ერთადერთ გზას ძალადობაში ხედავს. შესაბამისად მათ არ გააჩნიათ მოლაპარაკების და კომპრომისებს ნება. ასეთ მოცემულობა ში კი ერთადერთი გამოსავალია დავარწმუნოთ ისინი, რომ ძალადობა პირველ რიგში მათ და მთელ ქვეყანას დაღუპავს. ამას კი გონებაშეზღუდული აგრესიული ადამიანი გაიგებს მხოლოდ მაშინ თუ ძალას დავანახებთ. ანუ, დავანახებთ, რომ ძალით ვერ მოგვერევიან. პირიქით, უნდა დარწმუნდნენ, რომ ნებისმიერი ძალადობის მცდელობისას კისერი მოეგრიხებათ. ამისთვის კი აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის ეფექტიანი ჩარევა.

ანუ, ამ ეტაპზე ქოცები არაადეკვატურები არიან და მოლაპარაკების შანსს არ გვიტოვებენ. თან აგრესიას განიხილავენ ხსნათ. ამიტომ, დანის პირზე უნდა გავიაროთ, რომ სამოქალაქო ომში არ ჩაგვითრიონ და არ დაღუპონ ქვეყანა. გუშინდელმა გადაცემამ კიდევ ერთი რამ დაამტკიცა – ქოცებს ქომაგად მხოლოდ გონება შეზღუდული და უნამუსო ადამიანები დარჩათ, რომელთაც ჭკუა არ მოეკითხებათ.

პოპულარული

"ღმერთმა გამოაჯანმრთელოს ჩემი ხათუნა" - ზურა ხაჩიძის და ხათუნა ჟორდანიას ფოტო საავადმყოფოდან
“რა მოხდა რეალურად?- ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, მე და თიკა ჯამბურია…” – ია ტომაში დუმილს არღვევს
ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ეყოლება
"გახარიამ ბახტაძის კადრების წმენდა დაიწყო"- ოპოზიცია
დაწერე კომენტარი