ძალიან მენანება, ასე რომ წვალობს… – ნუგზარ კვაშალი თემურ წიკლაურის შესახებ

მომღერალი თემურ წიკლაური რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსით დაინფიცირდა. გასულ კვირას კი მისი მდგომარეობა დამძიმდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გახდა დამოკიდებული. 

ის გორის სამედიცინო ჰოსპიტალში მკურნალობს. ქართველ მედიკოსებთან ერთად , მისი გამოჯანმრთელებისთვის გერმანელი სპეციალისტებიც იბრძბვიან.

როგორია ამ ეტაპზე მომღერლის ჯანმთელობის დგომარეობა და რა პროგნოზები აქვთ ექიმებს – ამ კითხვით „დაიჯესტმა მომღელის მეგობარასა და კოლეგას ნუგზარ კვაშალს მიმართა.

მისი თქმით, მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება და ექიმებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

„მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ექიმებს უჭირთ პროგნოზის გაკეთება. ამბობენ, რომ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი 50/50-ზეა. ძალიან მენანაება ასეთი უბრალო დაავადებისთვის ამხელა არწივი რომ წვალობს. მხოლოდ მე კი არა, ყველას, ყველას ენანება. უამრავი უცხო ადამიანი განიცდის ამ ამბავს. აქვე მივმართავ თემურის გულშემატკივრებს. ისევ და ისევ ლოცვა და თქვენი კეთილი სურვილები გაუგზავნეთ მას. მჯერა, რომ ეს ენერგია თემურს აუცილებლად დაეხმარება“, – განუცხადა კვაშალმა „დაიჯესტს“.

წყარო დაიჯესტი

დაწერე კომენტარი