ძალა ერთობაშია – ნაციონალური მოძრაობა 4 პოლიტიკურ პარტიასთან საარჩევნოდ გაერთიანდა

ძალა ერთობაშია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობარესპუბლიკური პარტიამოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვისმოძრაობა ჩვენ თვითონ და პროგრესი და თავისუფლება საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ძალა ერთობაშიას სახელით მიიღებენ მონაწილეობას. 

ძალა ერთობაშია არათუ დაიშალა, არამედ გაფართოვდა. ახალი რესურსი შეემატა, მათ შორის ინტელექტუალური და პირობას გაძლევთ რომ ეს გაერთიანება რომელიც 2018 წელს შეიქმნა, გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწევს”. – თქვა ენმ-ის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ. 

“ჩვენ გვყავს პრემიერობის საერთო კანდიდატი. საერთო მაჟორიტარები და ეს კოალიცია იქნება სწორედ ის, რომელიც დაასრულებს ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს”.- ამბობს ნიკა მაჭუტაძე. 

რესპუბლიკური პარტიის წევრი, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ პოლიტიკა პრინციპები და ღირებულებებია. 

რესპუბლიკელებმა გადავწყვიტეთ, ნაციონალურ მოძრაობასთან გავერთიანედეთ საარჩევნო ბლოკში ძალა ერთობაშია, რადგან ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ბიძინა ივანიშვილს. ამ ძალის განადგურებაზე საუბრობენ პრემიერები, თავდაცვის მინისტრები, რადგან ისინი ახმოვანებენ ბიძინა ივანიშვილს. გავერთიანდით, რათა რესპუბლიკელებმა შევიტანოთ ჩვენი წვლილი, რათა ამ არჩევნებზე ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს ახალი, ძლიერი კოალიციური მთავრობა”- თქვა სამნიძემ. 

დაწერე კომენტარი