ძალადობა ახალციხეში – ცოლის ცემის ბრალდებით პოლიციელი ქმარი, რძლის ცემისთვის კი მაზლი დააკავეს

იაკობ ბლუაშვილი სასამართლოს განჩინების საფუძველზე ძმასთან ერთად დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, ორივე მათგანი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ბლუაშვილს ბრალი ცოლის ცემის, მის ძმას კი რძლის ცემაში ედება ბრალი.

შემთხვევა ცხრა აპრილს მოხდა, 11 აპრილს კი ორივე მათგანი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 13 აპრილს შეეფარდათ.

სისხლის სამართლის საქმეს 126 პრიმა მუხლით აწარმოებს, სამცხე-ჯავახეთის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი.

იაკობ ბლუაშვილი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომელია.

პოპულარული

" მეზიზღებით! დამალეთ ეს ქვეყანა !"- ქართველი გოგონას მწვავე წერილი საოცნებო ამერიკიდან
"პატიება არ გაბედოთ, მობრწკენაზეც გქონდეთ უმწვავესი რეაქცია... ჩაუჯექით პატრულს მანქანაში და არ გამოხვიდეთ სანამ არ გამოკეტავთ ციხეში!" - ნანუკა გულუა ხაშურში მომხდარ დაჭრაზე
რა გელოდებათ აპრილში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით? - ასტროლოგიური პროგნოზი
"ბედის ირონიაა, მდინარაძე რამდენიმე პიროვნებას ჩემს შესახებ წერდა მესიჯს და შემთხვევით ჩემთან გამოეგზავნა"- ბესელია
დაწერე კომენტარი