ცხინვალის ე.წ. КГБ: ქართულმა მხარემ ცეცხლი გახსნა

ცხინვალი

ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, 5 ნოემბერს, 18:00 საათზე, ხაშურის რაიონის სოფელ კობიდან, სადაც მათი თქმით, განთავსებულია ქართული პოლიციის დამატებითი ძალები, ე.წ. საზღვრის მიმართულებით დაუდგენელი პირების მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-15 გასროლა განხორციელდა. ამის შესახებ დე ფაქტო უწყებაზე დაყრდნობით, ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იუწყება.

მათივე ცნობით, მსხვერპლი არ არის, არც ინფრასტრუქტურა დაზიანებულა.

ცხინვალის КГБ-ს განცხადებით, დაძაბულობის დეესკალაციის ერთადერთი უალტერნატივო გზა „საზღვრისპირა“ რაიონში ქართული საპოლიციო პოსტის გაუქმებაა სოფელ წნელისთან.

loading...

პოპულარული

„ვითხოვთ უკეთეს ნაწერს... თქვენი წერილი სიმცდარითაა გაჯერებული” – ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის უმწვავესი საპასუხო წერილი „კავკასიურ სახლს“
„სულ ვეუბნები, გახდები მახინჯი, გაგიჩნდება სტრიები, ამოვარდები ფორმიდან, დაგემართება ნევროზი“ - ნინო ნადირაძე
გამყრელიძე, იმნაძე, ცერცვაძე - "ქართული ოცნების" საპარლამეტო სიაში? - რა გეგმა აქვს ივანიშვილი
საქართველოში ამინდი გაუარესდება - როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
დაწერე კომენტარი