ცრემლიც მომერია არაერთხელ – ზვიად კვაჭანტირაძე ფილმზე ” და ჩვენ ვიცეკვეთ”

პარტია “სამართლიანობისთვის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ფილმზე “და ჩვენ ვიცეკვეთ” საკუთარ შთაბეჭდილებას უზიარებს სოც.ქსელის მომხმარებლებს.

“ძალიან, ძალიან სევდიანი ფილმია, მეგობრებო. ცრემლიც მომერია არაერთხელ. მთავარი როლის შემსრულებელი ბრწყინვალედ თამაშობს. სხვებიც კარგები არიან. ოპერატორი – ყოჩაღ! მუსიკალური გაფორმებაც მშვენიერი. ფილმის შვედეთთან კავშირი ABBA -ს ცნობილი სიმღერით “If you change your mind, I’m first in line” ვიგრძენი
რა ამბები ატეხეს? სად ნახეს აქ პორნოფრაფია? მე ვიტყოდი, რომ ეროტიკაც კი არაა. ერთი თუ ორი მოკლე სცენაა ჰომოსექსუალურ ლტოლვაზე. ამას აპროტესტებენ თუ უმრავლესობისგან განსხვავებული ადამიანების საერთოდ არსებობას? რა სისულელეა !!!! სხვა ტელეარხებზე გაცილებით უფრო თამამი კადრები ჩნდება ყოველდღიურად და რა, ამისთვის რატომ არ კეტავენ ქუჩებს? აღარაფერს ვიტყვი ინტერნეტზე და იქ ჩამჯდარ ნახევარ საქართველოზე….

ფილმის ფინალი ძალიან შთამბეჭდავია. მთავარი გმირი მთელი გრძნობით, საკუთარი სულის ყივილს გადმოსცემს საგამოცდო, შესარჩევ ცეკვაში. ამ შესრულებაზე მისი მომავალი საცეკვაო კარიერაა დამოკიდებული და მას შეუძლია ეს ცეკვა უზადოდ, ყველა ორთოდოქსალური წესის დაცვით შეასრულოს, მაგრამ არა!!! იგი ცეკვავს ისე, როგორც მას მოსწონს, როგორც გრძნობს და მიაჩნია საჭიროდ ზუსტად იმ მომენტში, მენტორებზე და ციციკორეებზე გამარჯვებისთვის! მისთვის ეს ცეკვა გახდა საშუალება ეჩვენებინა, რომ მას ისევე აქვს საჯუთარი ცხოვრებით ცხოვრების უგლება, როგორც ყველა სხვას. ფილმის ავტორების, ჩემი აზრით
მთავარი სათქმელი, ვფიქრობ ცოტა ზედმეტად პირდაპირ იკითხება; ფილმის გმირს, მერაბს, რომელიც გეია, საკუთარი ძმა ეუბნება, შენ ძალიან ნიჭიერი ხარ, ამ ქვეყანაში არაა შენი ადგილი, აქედან უნდა წახვიდეო და ისიც, თვალცრემლიანი, თავს უქნევს და ეთანხმება….
კი მაგრამ, სად უნდა წავიდნენ? რატომ უნდა წავიდნენ?

ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ უმრავლესობისგან განსხვავდებიან? ეს მოკლე დიალოგი ამ ფილმის ცოტა ხელოვნური კლიშეა, მაგრამ, შესაძლებელია საჭიროც კი, თუ ავტორებმა ასე საჭიროდ ჩათვალეს.. მე კი ვიცი, კიდევ ერთხელ დამაფიქრეს და ამაცრემლეს … რა ქვეყანას ვაშენებთ, როგორს, ვისთვის, რისთვის…. რატომ ვებრძვით ადამიანები ერთმანეთს, მაშინ, როდესაც ვიცით, რომ მართლა წუთია წუთისოფელი.” – წერს ზვიად კვაჭანტირაძე.

პოპულარული

სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური განცხადება - მოძრაობა "შეცვალე" პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია-პერფორმანს გამართავს
„არ დაუჯეროთ ქართველებო ამ შემთხვევით ქალბატონს... რა ქვია ამას თუ არა ქვეყნის ღალატი“ - შემოქმედელი მიპტოპოლიტი პრეზიდენტზე
მოძრაობა "სირცხვილია" პარლამენტის პიკეტირებას აანონსებს: მოვაწყობთ სირცხვილის დერეფნებს
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ქართული მხარე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს დააყენებს
„ეს არის თქვენი ერთიანი პროვოკაცია“ - მაჩალიკაშვილი მიიჩნევს, რომ უცხო პირები „შევინარჩუნოთ სიცოცხლის" მითითებებით მოქმედებდნენ
თხის რქის პერიოდი დაიწყო - რა გელოდებათ მომდევნო ერთ თვეში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?
"არ ჩამოხვიდეთ 14 დეკემბერს თბილისში! მინდა გითხრათ, რომ ივანიშვილი წინააღმდეგია ამ ღონისძიების" - 20/30 იანელების საგანგებო განცხადება
ივანიშვილის შეტევა პატრიარქზე - "ოცნების" დეპუტატმა უმრავლესობა სკანდალური განცხადებით დატოვა
ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი საფრანგეთში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება - ოჯახი კახა შუშანაშვილის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვს
დაწერე კომენტარი