„ცოცხლად დაიწვა, მისი სახეც არ მინახავს“ – რას ამბობს ავარიაში დაღუპული ახალგაზრდის და

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული ორი ახალგაზრდისაგან ერთ-ერთის და, თაკო მაჩიტიძე აცხადებს, რომ სავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ იმის შესახებ თითქოს, ოჯახმა 50 000-ლარიანი კომპენსაცია მიიღო. ოჯახს არათუ კომპენსაცია, არამედ უწყებისგან სამძიმრის წერილიც კი არ მიუღიათ.

„მინდა იმ ბიჭების შესახებ მოგიყვეთ, რომლებიც ჩვენმა უპასუხისმგებლო მთავრობამ სიკვდილისთვის გაიმეტა და მათ მიერ დაუსრულებელ, მიტოვებულ გზებს შეეწირა მათი სიცოცხლე. ვალერი და შოთიკო… ჩემი ძმა 21 წლის იყო და ერთად უამრავი გაჭირვება გვქონდა. პატარები, რომ ვიყავით მამა დაგვეღუპა, დედამ კი მიგვატოვა, სულ მარტონი დავრჩით. როგორღაც მარტოდმარტოებმა ფეხზე დადგომა მოვახერხეთ. დღე-ღამეს ასწორდება ჩემი ძმა, ძალიან ბევრს მუშაობდა. გზამ შეიწირა ის… 

მის მეტი არავინ მყავდა და ისიც მომიკლეს, არ მინდა ამ ხელისუფლებას ჩემი საცოდავი ძმის სისხლი შევარჩინო. ცოცხლად დამეწვა და მისი სახეც არ მინახავს ისე გავაცილე უკანასკნელ გზაზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტი კი ამ ყველაფრის შემდეგ ჭორებს ავრცელებს, რომ თითქოს გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა კომპენსაციის სახით 50 000 ლარი მიიღეს. ფული კი არა სამძიმრის წერილიც კი არავის გამოუგზავნია, არ მინდა, რომ მათი უპასუხისმგებლო საქციელი დაუსჯელი დარჩეს. იმასაც კი არ ამბობენ, ვინ ასრულებდა ამ საგზაო სამუშაოებს, როდესაც ჩემი ძმა და მეორე ბიჭი მანქანაში დაიწვნენ, იმ წამსვე დაიწყეს გზის დაგება… 

27 ივლისს დაბადების დღე ჰქონდა და 21 წლის მაშინ გახდა, სულ მოწყენილი იყო თითქოს გრძნობდა ბოლო დღეებს. როცა სვამდა უცებ წამოდგა და თქვა: ამ ჭიქით იმ კაცს გაუმარჯოს ვინც ჩემი სიკვდილის შემდეგ ეკლესიაში შევა და სანთელს დამინთებსო. ძალიან მიჭირს, მე მის გარდა არავინ მყავდა. ის იყო ჩემი ბოლო იმედი“ – განაცხადა თაკო მაჩიტიძემ.

პოპულარული

გამოვდივარ ინიციატივით, დაინერგოს ბიულეტენების გადამოწმების მექანიზმი - ეკა ბესელია
აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორებამდე პასუხების ფურცელი რამდენიმე დღით კარანტინში მოთავსდება
"ნიკა ცაცია არ არის..." - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბის დედის პირველი კომენტარი (ვიდეო)
"პოლიციელები გამოძიების მიერ დაიკითხნენ მე-15 დღეს, მას შემდეგ, რაც გიორგობიანის გვარი ფეთქდება" - არსებობს თუ არა ინტერესთა კონფლიქტი გიორგობიანს და შაქარაშვილის საქმეს შორის?
შაქარაშვილის მეგობრები შესაძლოა ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდნენ - რა შეუსაბამობებია სატელეფონო ჩანაწერებში
"ანგელოზივით ცოლი ჩაცხრილა... ალბათ ისევ მთვრალი იყო..."- ვინ იყო ახალგაზრდა ქალი, რომელიც სურამში ქმარმა მოკლა
სასტიკი მკვლელობა სურამში - ვინ არის კაცი, რომელმაც ცოლი საწოლში ჩაცხრილა
შაქარაშვილის მეგობრები შესაძლოა ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდნენ - რა შეუსაბამობებია სატელეფონო ჩანაწერებში
ლიზა ყენია წელსზემოთ სრულიად გაშიშვლდა - სკანდალური ფოტო
დაწერე კომენტარი