“ცოცხალი წავიდა, მკვდარი როგორ მოიყვანეს” – ფეხმძიმე გოგონას გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში ფეხმძიმე ქალი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. დაღუპულის ნათესავები აცხადებენ, რომ გოგონა ექიმების უყურადღებობის მსხვერპლია. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ექიმების დასჯას მოითხოვენ.

გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. პროზექტურის შედეგები 45 დღეში გახდება ცნობილი. ამ დროში დადგინდება ისიც, დადგება თუ არა რომელიმე მედიკოსის პასუხისმგებლობის საკითხი. გარდაცვლილის ცხედარი სოფელში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს. 

„ექიმები არიან დამნაშავე. ცოცხალი წავიდა, მკვდარი როგორ მოიყვანეს. როგორ მოხდა ეს? არც ერთი ექიმი არ გვპასუხობს, რა მოხდა. გუშინ ჯანდაცვის სამინისტროში დავრეკე, ვუთხარი რაც მოხდა, სასწრაფო გვინდოდა. გვითხრეს, რომ არ არის კანონში გარდაცვლილის სასწრაფოს გატანა და თქვენ თვითონ წაიყვანეთო. რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ხალხო?“ – აცხადებს გარდაცვლილის ნათესავი, სადამ ოსმანოვი.

ცოტა ხნის წინ ხმაური იყო გარდაბნის „ჯეო ჰოსპიტალში”, სადაც გარდაცვლილის ოჯახის წევრები მივიდნენ. ექიმის განცხადებით, გარდაცვლილი საავადმყოფოში მიყვანის დროს აგონიაში იმყოფებოდა და მისი გადარჩენა კლინიკაში დაგვიანებით მიყვანის გამო, უკვე შეუძლებელი იყო.

„იყო აგონიაში, კონტაქტში არ შემოდიოდა, სუნთქვა ზედაპირული ჰქონდა, წნევა ჰქონდა 200-110-ზე. გუშინ მოყვანა დაგვიანებული იყო. აქ იყო ეკლამფსია. უბნის ექიმთან დადიოდა. მე ეს ქალბატონი საერთოდ არ მინახავს, რომ მომიყვანეს უკვე აგონიაში იყო“, – აცხადებს გარდაბნის „ჯეო ჰოსპიტალის“ ექიმი ზაზა კაპანაძე.

სამირა იუსუფოვას გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით აღძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

პოპულარული

რიკოთზე მომხდარი საზარელი ავარიის ვიდეოკადრები
გააგრძელებს თუ არა გიორგი გაბუნია "რუსთავი 2"-ზე მუშაობას - პაატა სალიას განცხადება
რუსებმა მამისონსა და როკის გვირაბში დესანტი გადასხეს
თსუ-ს საპატიო დოქტორი, რომელმაც სტრასბურგში რუსთავი 2-ს ვერდიქტი გამოუტანა, აფხაზეთს დამოუკიდებელ რესპუბლიკად მიიჩნევს
დაწერე კომენტარი