ახალ წელს სასწაულები ხდება – მაშველებმა 11 თვის ჩვილი ნანგრევებში ცოცხალი იპოვნეს

რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში,სადაც გაზის აფეთქების შედეგად მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა 11 თვის ჩვილი ცოცხალი იპოვნეს- ამის შესახებ ინფორმაციას ჩელიაბინსკის რაიონის გუბერნატორი ავრცელებს.

მაშველებმა ჩვილის ტირილი გაიგეს. ჩვილი გადაარჩინა იმან, რომ თავის საწოლში იწვა და შეხვეული იყო აცხადებს გუბერნატორი. ბავშვი ამ წუთებში საავადმყოფოში გადაჰყავსთ.

შეგახსენებთ,რომ რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში გაზის აფეთქების შედეგად მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. ოფიციალური ინფორმაციით დაღუპულია 3 და დაშავებულია 7 ადამიანი. ნანგრევებში დაკარგულად ითვლება 79 ადამიანი.

შემთხვევა 31 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 04:00 საათზე მოხდა. ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

რუსეთის პრეზიდენტმა საგანგებო სიტუაციების მინისტრს შემთხვევის ადგილზე ჩასვლა დაავალა.

პოპულარული

ერთი ბილეთით მარშუტკით, ავტობუსით და მეტროთი მგზავრობას შეძლებთ - თბილისის მერიის ახალი რეფორმა
ღობით გაყოფილი სათამაშო მოედანი თბილისში "მდიდრების" და "ღარიბებისთვის" - "მშობელმა ვისაც ფული არ აქვს, როგორ აუხსნას შვილს, რატომ თამაშობენ სხვა ბავშვები უკეთეს პირობებში"
ხვალიდან თამარ მეფის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობა 200 დღით გადაიკეტება
ტყვიის მაღალი დონე მონადირეების და მეთევზეების ოჯახებში და მომწამვლელი „კაკლის სატეხი“ - რა შედეგები აჩვენა კვლევამ საქართველოში
დაწერე კომენტარი