ცოტა ხნის წინ დავით კირკიტაძე გაათავისუფლეს

დავით კირკიტაძე

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.

პროკურატურამ დავით კირკიტაძისთვის პირობითი ორწლიანი მსჯავრი მოითხოვა.

დავით კირკიტაძემ დღევანდელ სხდომაზე ბრალი აღიარა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.

ის პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

loading...

პოპულარული

"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
„სულ ვეუბნები, გახდები მახინჯი, გაგიჩნდება სტრიები, ამოვარდები ფორმიდან, დაგემართება ნევროზი“ - ნინო ნადირაძე
„ვითხოვთ უკეთეს ნაწერს... თქვენი წერილი სიმცდარითაა გაჯერებული” – ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის უმწვავესი საპასუხო წერილი „კავკასიურ სახლს“
დაწერე კომენტარი