ცოლ-ქმარი და მცირეწლოვანი ბავშვი სახლში დაღუპული იპოვნეს – რა მოხდა მარნეულში

მარნეული

მარნეულში, ოჯახის 3 წევრი, ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი შვილი, დაიღუპნენ. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

“მთავარის”ინფორმაციით, სახლში ბუნებრივი აირი შეყვანილი არ იყო და ოჯახი ელექტროღუმელს იყენებდა, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შესახებ, არ დასტურდება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით აქვს დაწყებული, რაც ელექტრო, ან თბონერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

დაწერე კომენტარი