ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ცოლმა, რომელსაც ბინიდან ასახლებენ, თავი მოიწამლა

ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ავთო შარვაძის ქვრივმა თინა იმნაძემ გამოსახლების წინ თავი მოიწამლა. ის თვითმკვლელობით ჯერ კიდევ გუშინ იმუქრებოდა, ამის შესახებ თინა იმნაძის მეზობელი, მოდელი ანუკი ქორქია წერდა.

„დღევანდელმა დღემ ასე ჩაიარა, უმძიმეს მდგომარებაში მყოფმა ავთო შარვაძის მეუღლემ გამოსახლების წინ თავი მოიწამლა, სასწრაფო არ ტოვებს დანიშნულების ადგილს, თვითონ ამ ეტაპზე გონზე არ არის, აღმსრულებლები ელოდებიან გამოღვიძებას, რომ გარეთ გაიყვანონ და დააწვინონ ქუჩაში! ეს ის ქვეყანაა, ბინებიდან გამოსახლებები აღარ იქნებაო სხვა დაპირებებთან ერთად რომ გვპირდებოდნენ, ის ქალაქია სადაც მერია თავის მოქალაქეებზე რომლებიც თაღლითური სქემის მსხვერპლი არიან ყოველგვარ ვალდებულებას იხსნის. მოსყიდული მოსამარლეების ქვეყანა, სადაც ყიდულობ მოსამართლეებს როგორც პროდუქტს მარკეტში. მოკლედ ამ დროს როცა აცნობიერებ რომ შენც შეიძლება ხვალ ვიღაც მოგადგეს და გითხრას შენი სახლი ჩემიაო და როცა ხვდები რომ არავინ არ გყავს ამ ქვეყანაში პატრონი, ბოლო იმედს ეჭიდები“, – წერს ლიკა ქორქია.

თინა იმნაძის ახლობელი შოთა იმნაძე ამბობს, რომ 2007 წელს თინას ერთ-ერთმა მეზობელმა მოტყუებით ხელი მოაწერინა რაღაც დოკუმენტზე. აღმოჩნდა, რომ მეზობელმა იმნაძეს სახლი იპოთეკაში 45 000 დოლარის სესხის სანაცვლოდ ჩაადებინა. შოთა იმნაძე აღნიშნავს, რომ ფსიქიკური პრობლემების გამო, ქალბატონი თინა ვერ აცნობიერებდა რას აწერდა ხელს.
primetime.ge

პოპულარული

თურქმა სამხედროებმა 35 წლის ქურთი პოლიტიკოსი მანქანიდან გადმოათრიეს და დაცხრილეს (ვიდეო)
ეკონომიკის მინისტრი თანამდებობას ტოვებს
15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რუსულმა ავიაციამ 12 საათში 4 საავადმყოფო დაბომბა- ამერიკულმა მედიამ ომის დანაშაულის სენსაციური სამხილები გაასაჯაროვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი