“ციხეში მარცხის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ პატიმრებისთვის პირადობის მოწმობების ბეჭდვა დაიწყო”- კურიერი

სასჯელაღსრულების დაწესებულებები ხელისუფლებას განსაკუთრებულ კონტროლზე აჰყავს – „კურიერთან“ მსჯავრდებულები ჰყვებიან, რომ წარუმატებელი არჩევნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ მეორე ტურისთვის საგანგებო მზადება დაიწყო.

ციხეში მარცხის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ პატიმრებისთვის პირადობის მოწმობების ბეჭდვა დაიწყო. გლდანის ციხის მსჯავრდებული „კურიერთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ID ბარათებს უმზადებენ ყველას, იმის მიუხედავად, აქვს თუ არ მოქმედი პირადობის მოწმობა.

მსჯავრდებულებს ეჭვი აქვთ, რომ მათი ხმების გამოყენებას მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გეგმავს.

კიდევ ერთი პატიმარი, ფარმან ჯეირანლი „კურიერისთვის“ გამოგზავნილ წერილში წერს, რომ პატიმრები საკნებიდან მასიურად გაჰყავთ და ახალ მოწმობებს უმზადებენ.

ჯეირანლი ამტკიცებს, პატიმრებს, ვისზეც ხელისუფლებას ეჭვი აქვს, რომ ხმა სალომე ზურაბიშვილს არ მისცა, ტელეფონით ოჯახთან კომუნიკაციის უფლება ჩამოართვეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში აკვირდებოდა, ჯერ კიდევ 28 ოქტომბრამდე მოუწოდებდა იუსტიციის სამინისტროს, რომ ყველა პატიმარს ჰქონოდა საშუალება საკუთარი არჩევანი დაეფიქსირებინა.

სამოქალაქო სექტორის ეს მოთხოვნა თეა წულუკიანის უწყებამ არ გაითვალისწინა და მსჯავრდებულების უმრავლესობამ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის არ ქონის გამო, არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ ისევე, როგორც პირველ ჯერზე, ამ შემთხვევაში უშედეგო იქნება ხელისუფლების მცდელობა, რომ არჩევნები გაყალბდეს.

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოში“ დარწმუნებულები არიან, რომ 28 ნოემბერს ამომრჩეველი „ქართულ ოცნებას“ უნდობლობას გამოუცხადებს.

სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ყველა ბრალდებას უარყოფს და განმარტავენ, რომ იმ პატიმრებისთვის, რომლებსაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობები არ ჰქონდა, დოკუმენტაციის დამზადება აგვისტოდან დაიწყეს და ეს პროცესი თებერვლამდე გაგრძელდება.

წყარო rustavi2.ge

პოპულარული

22 მაისი ლევან აბაშიძის დაბადების დღეა - "როცა ლევანი ჩამოასვენეს, მისი სახლის ფანჯრების წინ წარწერა გაჩნდა..."
"ოქრო დაულომბარდებია და ღამე სასტუმროში ბიჭთან ერთად გაუტარებია"- სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული დედის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება
"ქორწილი მაქვს და გთხოვთ, გაითვალისწინოთ, შეცდომა დავუშვი"- ფეხბურთელი ლაშა ჩაფიძე
"უმძიმესი იყო პროცესიის ყურება და მოსმენა...მძულს ყველა ამბავი, რომლის ამოხსნაცა და გამოძიებაც უბრალოდ შეუძლებელია" - დავით ქაშიაშვილი აღაიანში მომხდარ მკვლელობაზე
დაწერე კომენტარი