“ციხეში დღეში 2 საათი ვარჯიშობდა… თუ რამე წიგნი გამოვიდა, ყველა წაიკითხა” – ლევან როსტოშვილის დედა შვილის გათავისუფლებაზე

“მე რო­გორც დედა, ვამ­ბობ, რომ სა­ა­მა­ყო შვი­ლი მყავს, რო­მელ­საც არა­ფე­რი ეშ­ლე­ბა, არც ზრდი­ლო­ბა, არც კულ­ტუ­რა, არც სიყ­ვა­რუ­ლი ოჯა­ხის მი­მართ” – ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ტე­ლე­წამ­ყვან ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლის, იგი­ვე „როს­ტოს“ დე­დამ, მაია ქაჩ­რიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

როს­ტოშ­ვი­ლის დე­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი შვი­ლი პი­რო­ბით ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 3 კვი­რის წინ გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

„ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ზე ჰქონ­და მის­ჯი­ლი, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ 3 წელ­ზე ჩა­მო­უყ­ვა­ნა. კვლე­ვე­ბით და­დას­ტურ­და, რომ ეს იყო მხო­ლოდ გა­დამ­ტა­ნი. გროვ­დე­ბო­და სა­ცეკ­ვაო ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მელ­საც ელექ­ტო­ნუ­ლი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე მთელ მსოფ­ლი­ო­ში იყე­ნე­ბენ და სვა­მენ, რომ ალ­კოჰო­ლი არ მი­ი­ღონ.

მე რა თქმა უნდა, მას არ ვა­მარ­თლებ, თუმ­ცა, ის ნარ­კო­ტი­კის მომ­ხმა­რე­ბე­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და, ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი­და­ნაც მხო­ლოდ ღვი­ნო უყ­ვარ­და. მე რო­გორც დედა, ვამ­ბობ, რომ სა­ა­მა­ყო შვი­ლი მყავს, რო­მელ­საც არა­ფე­რი ეშ­ლე­ბა, არც ზრდი­ლო­ბა, არც კულ­ტუ­რა, არც სიყ­ვა­რუ­ლი ოჯა­ხის მი­მართ, ძა­ლი­ან კარ­გი სა­მე­გობ­რო ჰყავს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც უყ­ვართ.

ვის გა­უ­ხარ­და მისი და­კა­ვე­ბა, არ ვიცი და ვი­საც გა­უ­ხარ­და, კარ­გად იყოს. მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ambebi.ge-ზე რამ­დე­ნი­მე კო­მენ­ტა­რი წა­ვი­კი­თხე და გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ პირ­და­პირ! ადა­მი­ა­ნებს რა ღვარ­ძლი აქვთ ასე­თი?! როს­ტოს არას­დროს არა­ვის­თვის არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია“, – გა­ნა­ცხა­და ქაჩ­რიშ­ვილ­მა.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, როს­ტოშ­ვი­ლი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და, წიგ­ნებს კი­თხუ­ლობ­და.

„გა­თა­ვი­სუფ­ლდა თა­ვი­სი პი­როვ­ნე­ბი­დან, თა­ვი­სი ქცე­ვი­დან, თა­ვი­სი წე­სი­ე­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე – სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. ამის გამო, ის მე-16 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ნაკ­ლე­ბად სა­ში­ში ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­რო­ბე­ბი აქვთ. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სპორ­ტულ ცხოვ­რე­ბას ეწე­ო­და, დღე­ში 2 სა­ა­თი ვარ­ჯი­შობ­და, ბიბ­ლი­ო­თე­კით სარ­გებ­ლობ­და.

თუ რამე წიგ­ნი და ლი­ტე­რა­ტუ­რა გა­მო­ვი­და, იქ ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, ყვე­ლა წა­ი­კი­თხა. იქი­დან გა­მოს­ვლის შემ­დე­გაც წიგ­ნებს ეძებ­და. 3 კვი­რაა, რაც გა­მო­ვი­და და გუ­შინ „ზუ­კას თასი“ ჩა­ა­ტა­რა, უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი იყ­ვნენ მოწ­ვე­უ­ლე­ბი, უამ­რა­ვი გეგ­მა აქვს. ჩვენ­მა საყ­ვა­რელ­მა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ის არ შე­ი­წყა­ლა, მისი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე შე­ი­წყა­ლა და ეს არა, თუმ­ცა ვერ გე­ტყვით, რა­ტომ“, – გა­ნუ­ცხა­და „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლის დე­დამ.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი და მსა­ხი­ო­ბი ლაშა კურ­ტა­ნი­ძე 2016 წლის 5 მა­ისს და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, როს­ტოშ­ვილ­სა და კურ­ტა­ნი­ძეს 42.9524 გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა MDMA აღ­მო­აჩ­ნდათ. საქ­მე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე6 ნა­წი­ლით აღიძ­რა, რაც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის, მისი ანა­ლო­გის, პრე­კურ­სო­რის ან ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის უკა­ნო­ნო დამ­ზა­დე­ბას, წარ­მო­ე­ბას, შე­ძე­ნას, შე­ნახ­ვას, გა­და­ზიდ­ვას, გა­დაგ­ზავ­ნას ან გა­სა­ღე­ბას გუ­ლის­ხმობს.

2016 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ როს­ტოშ­ვილ­სა და კურ­ტა­ნი­ძეს­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა ფორმ­დე­ბო­და, თუმ­ცა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ როს­ტოშ­ვილ­სა და კურ­ტა­ნი­ძეს­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე რა­ი­მე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა უარ­ყო. მო­სა­მარ­თლემ ორი­ვე პირი დამ­ნა­შა­ვედ სცნო დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ში. ლე­ვან როს­ტოშ­ვილს 8 წელი მი­ე­სა­ჯა, ლაშა კურ­ტა­ნი­ძეს 5 წელი.

2016 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ლაშა კურ­ტა­ნი­ძე შე­ი­წყა­ლა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, შე­წყა­ლე­ბა ითხო­ვა როს­ტოშ­ვილ­მაც, თუმ­ცა პრე­ზი­დენ­ტმა ის არ შე­ი­წყა­ლა.

ambebi.ge

პოპულარული

ტრაგედია გორში - 2 წლის ბავშვი, რომელსაც მამამ მანქანით გადაუარა გარდაიცვალა
გახარიას დამალული რუსული კვალი - საიდუმლო დოკუმენტები
ივანიშვილი ლევან ვასაძეს აგარაკზე ეახლა - რუსული გრუ-ს ახალი გეგმა საქართველში 2020-სთვის
ბარბარე რაფალიანსის საქმე - შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი კარტების გახსნას იწყებს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი