საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შექმნილი, თანამედროვე ციფრული ხელსაწყო – OPTIMO სრული დატვირთვით ამუშავდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შექმნილი, თანამედროვე ციფრული ხელსაწყო – OPTIMO სრული დატვირთვით ამუშავდა.

აღნიშნული ხელსაწყო, რომელიც მორგებულია ბიზნესის საჭიროებებზე, მიზნად ისახავს მათი სამუშაო პროცესების გამარტივებას და ეხმარება მათ უკეთ მართვასა და განვითარებაში.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო პარტნიორებისთვის იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომლებიც მათ ჰქონდათ, რომ უკეთ ემართათ და განევითარებინათ საკუთარი ბიზნესი. სწორედ ამიტომ ჩავატარეთ კვლევა, შევისწავლეთ არსებული პროგრამები და შევქმენით სრულიად  ახალი, დახვეწილი, ჩვენი პარტნიორების ინტერესებზე მორგებული პროგრამა – OPTIMO, თავისავე მოწყობილობით“, – განაცხადა OPTIMO-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ფოფხაძემ.

OPTIMO მრავალფეროვანი ფუნქციონალითა და ანალიტიკით, ზრუნავს თავისი პარტნიორების განვითარებაზე. აძლევს მათ შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, მიიღონ უახლესი ინფორმაცია საკუთარი ბიზნესის მარაგების, შესყიდვების, გაყიდვების, შემოსავლებისა და მომგებიანობის შესახებ.

OPTIMO-ს აქვს მოლარის დახვეწილი სივრცე, სადაც ანგარიშსწორება სწრაფი და მარტივია. სივრცეში მოლარეს აქვს შესაძლებლობა, მოძებნოს პროდუქტი სხვადასხვა კომპონენტით (ფოტო, შტრიხკოდი, დასახელება, კატეგორია) და, ასევე, დაადასტუროს ან  მიიღოს წინასწარ დარეგისტრირებული შეკვეთები.

OPTIMO საჭირო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის, აწვდის მათ ინფორმაციასა და რჩევებს, როგორ გახადონ თავიანთი ბიზნესი წარმატებული, რაც პირდაპირპროპორციულია  OPTIMO-ს წარმატებასთან.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ, გაეცნოთ ვებგვერდზე – www.optimo.ge 

loading...

პოპულარული

ნიკა მელიას საქმე და პირველი გამოცდა მეორედმოსულ გენპროკურორს - ირაკლი შოთაძის პირველი განცხადებები გენერალური პროკურორის რანგში
''ძვირფასო ბატონო ბიძინა, გულწრფელად გილოცავთ დაბადების დღეს. თქვენ თავად მეცნიერს, დიდი ამაგი გაქვთ ქართული მეცნიერების განვითარებაში'' - მეცნიერებათა აკადემია
82 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად ხელმეორედ დაამტკიცეს
მართვის მოწმობის მისაღებად, პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ქუჩებში, რეალურ მოძრაობაში დაიწყება
გუდაურში მომხდარი მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება - რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას
მკვლელობა გუდაურში - როგორ გამოიყურება ყოფილი სამხედრო, რომელსაც 28 წლის ბიჭის მკვლელობას ედავებიან
"სამჯერ აარიდა უბედურებას თავი, რა ექნა? დალოდებოდა როგორ მოკლავდნეენ?"- ვინ არის გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული და რას ამბობს მისი მეგობარი
20 წლის სამტრედიელი გოგო მოსკოვში აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა (ვიდეო)
გუდაურში მომხდარი მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება - რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას
დაწერე კომენტარი