“ნახეთ, კალაძის ცინიკური პასუხი…რობლემა არ ყოფილაო, ურცხვად აცხადებს მერი…”-ცოტნე გამსახურდია

ცოტნე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია Facebook-ის პირად გვერდზე  სტატუსს აქვეყნებს:

ნახეთ, კალაძის ცინიკური პასუხი სპორტის სასახლის მიმდებარე მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობას.
მერე რა მოხდა, მანდ ადრე მათემატიკის ინსტიტუტი იდგა და პრობლემა არ ყოფილაო, ურცხვად აცხადებს მერი.

მართალია, ადრე მათემატიკის ინსტიტუტი საცხოვრებელ კორპუსს ესაზღვრებოდა წითელი ხაზებით, მაგრამ ეს საზღვარი გახლდათ ინსტიტუტის ეზო! ამავე დროს, მათემატიკის ინსტიტუტი იყო ოთხსართულიანი. დღეს ხალხს ფანჯრებიდან რამდენიმე მეტრში უშენებენ ახალ კორპუსს ფაქტობრივად მიბრჯნით, განსხვავებით მათემატიკის ინსტიტუტისგან, და ის იქნება სავარაუდოდ თორმეტსართულიანი!

რატომ ცრუობს აქ კალაძე და მანიპულირებს ფაქტებით? საქმე ისაა, რომ ახალ კორპუსს აშენებს ვინმე გოგა ზაქაიძე, გიგი უგულავას კარის ბიზნესმენი და მისი კლანის წევრი!

პოპულარული

" მეზიზღებით! დამალეთ ეს ქვეყანა !"- ქართველი გოგონას მწვავე წერილი საოცნებო ამერიკიდან
"პატიება არ გაბედოთ, მობრწკენაზეც გქონდეთ უმწვავესი რეაქცია... ჩაუჯექით პატრულს მანქანაში და არ გამოხვიდეთ სანამ არ გამოკეტავთ ციხეში!" - ნანუკა გულუა ხაშურში მომხდარ დაჭრაზე
რა გელოდებათ აპრილში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით? - ასტროლოგიური პროგნოზი
"ბედის ირონიაა, მდინარაძე რამდენიმე პიროვნებას ჩემს შესახებ წერდა მესიჯს და შემთხვევით ჩემთან გამოეგზავნა"- ბესელია
დაწერე კომენტარი