“ცინიზმს მე ამას ვერ დავუძახებდი” – ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე საუბრობს

ირაკლი კობახიძე

ლავროვის უწყების განცხადებას, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პრემიერის მიმართვის საპასუხოდ გააკეთა, არაკონსტრუქციულსუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

ირაკლი კობახიძის თქმით, ლავროვის უწყების განცხადებას ცინიკურს ვერ უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ რუსეთი საგარეო უწყების განცხადება კონსტრუქციულობას მოკლებულია.

კობახიძე, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის ხელისუფლებას აკისრებს, რადგან მისი თქმით, ის სეპარატისტულ რეჟიმებზე  კონტროლს ახორციელებს.

პარლამენტის თავმჯდომარე იმედს იტოვებს, რომ კრემლი პასუხისმგებლობით მოეკიდება პრობლემას და უახლოეს მომავალში მოხდება ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნება.

„სამწუხაროდ რუსეთი ჩვენს პრაგმატულ მიდგომას არ პასუხობს თავისი პრაგმატული მიდგომით, ეს განცხადებაც იყო ამის გამოძახილი დიდი იმედი გვაქვს რომ მომავალში ეს მიდგომა შეიცვლება

ცინიზმს მე ამას ვერ დავუძახებდი, თუმცა ჩვენი მოლოდინი არის რომ რუსეთმა უნდა გამოავლინოს კონსტრუქციული მიდგომა და ეს განცხადება არ იყო კონსტრუქციული მიდგომის გამოხატულება.

მთლიანად პასუხისმგებლობა ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ეკისრება რუსულ მხარეს, რომელიც არის სრული კონტროლის განმახორციელებლიმხარე. შესაბამისად ჩვენი მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული მიდგომა და ამ კონსტრუქციული მიდგომით უნდა გადაიჭრას ეს საკითხი.

მე დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ უახლოეს დღეებში მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა ოჯახისთვის“-აცხადებს ირაკლი კობახიძე.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადება დღეს გამოქვეყნდა. განცხადებაში ოფიციალური მოსკოვი მიესალმება ჟენევის დისკუსიაში პრემიერის ჩართვის ინიციატივას. საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთისთვის ეს ჟესტი იმის ნიშანია, რომ მარტის ბოლოს დაგეგმილ რაუნდზე ქართული მხარის კონსტრუქციულობას გამოიჩენს.

loading…

პოპულარული

„ამ მშობლის შვილს ტორტი არ უწილადეს... დააყვედრეს, დედაშენს ფული არ დაუდიაო...ბავშვი ატირებული მივიდა სახლში“ - ბულინგის მორიგი ფაქტი სკოლაში
"ვინ მოგცათ უფლება მ.კ.-ს გამოუტანოთ მსჯავრი? - ბესელია ომბუდსმენს და უმცირესობას
22 სექტემბრის ასტროლოგიური პრონოზი
საზარელი ავარია გორში - გარდაცვლილია მოტოციკლის მძღოლი
დაწერე კომენტარი