ცინიზმია, როდესაც მთავარი დამნაშავე თვითონ იძიებს საქმეს – ბაჩუკი ქარდავა გამოკითხვაზე იმყოფება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას გამოკითხვა მიმდინარეობს.

ქარდავას კითხვებს გამომძიებლები, მაგსიტრი მოსამართლის თანხლებით დაუსვამენ. ბაჩუკი ქარდავა გამოკითხვაზე ადვოკატის გარეშე მივიდა.

ის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. ედპ-ს ლიდერის განცხადებით, ცინიზმია, როდესაც სისხლიანი დარბევის ავტორი და განვითარებული მოვლენების მთავარი ფიგურანტი, “დამნაშავე” შს მინისტრი თავად იძიებს საქმეს. 

ქარდავას განცხადებით, ე.წ. გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა შს მინისტრს ეკისრება და სისხლის სამართლის საქმე გახარიას წინააღმდეგ უნდა მიმდინარეობდეს. 

პოპულარული

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
საზარელი ავარია თბილისში - დაღუპულია ორი ადამიანი
"სახლში დამაბრუნეთ, არ მინდა ხელფასი და არ მინდა პოლონეთში მუშაობა" - პოლონეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს
შემზარავი შემთხვევა სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე - 2 ადამიანი მანქანაში დაიწვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი