“ცუდია, როდესაც ცესკო-ს თავმჯდომარეს თავად ცესკო-ს წევრები ირჩევენ” – შელეგია

ცუდია და საკანონმდებლო კაზუსია, როდესაც ცესკო-ს თავმჯდომარეს თავად ცესკო-ს წევრები ირჩევენ, – აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი მარიამ შელეგია.

როგორც შელეგიამ აღნიშნა, მისი არჩევის შემთხვევაში, მთავარი პრიორიტეტი არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარება იქნება.

მარიამ შელეგია ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილების აუცილებლობაზეც საუბრობს.

“არჩევის წესი ცნობილია. ცესკოს თავმჯდომარეს ირჩევს ის 12 წევრი, რომლის თავმჯდომარეც არის თამარ ჟვანია. ცუდია და ეს საკანონმდებლო კაზუსია. ცუდია, როდესაც ცესკო-ს თავმჯდომარეს თავად ცესკო-ს წევრები ირჩევენ. არათანაბარი პირობებია. ბევრი რამ არის შესაცვლელი, თავად ეს საკითხიც უნდა შეცვლილიყო. ელექტრონული ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცედურებზე უნდა გადავიდეთ. არჩევის შემთხვევაში, ცესკო-ში რეფორმების გატარებას ვაპირებ”, – განაცხადა მარიამ შელეგიამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ფარული კენჭისყრით დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. სხდომა 14:00 საათზე გაიმართება. 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება სრული შემადგენლობის ორი მესამედით უნდა მიიღოს. 

პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად მარიამ შელეგიას, თამარ ჟვანიასა და ვლადიმერ ბოჟაძის კანდიდატურები წარადგინა.

არათანაბარ პირობებზე საუბრობს კიდევ ერთი კანდიდატი ვლადიმერ ბოჟაძეც.

პოპულარული

უცნაური საახალწლო ტრადიციები, რომელთა შესახებაც წარმოდგენაც არ გაქვთ
დაპირისპირება პარლამენტში - დაჩი ბერაიამ რომან გოცირიოძეს წიხლი დაარტყა
საპროტესტო ხსნარი - რა ნივთიერება გამოიყენეს პარლამენტში, რომელიც ევაკუაციის მიზეზი გახდა
სუპერსექსუალური სტილი და ახალი იმიჯი - ნუცას ფოტოები, რომლებმაც მთელი ქვეყანა აალაპარაკა
დაწერე კომენტარი