თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში დაიწყო შიდა გავრცელების ეტაპი, რომელიც ინფექციის უკონტროლო გავრცელების დიდ რისკებს შეიცავს

საქართველოში დაიწყო შიდა გავრცელების ეტაპი, რომელიც ინფექციის უკონტროლო გავრცელების დიდ რისკებს შეიცავს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისი განცხადებით, აქამდე ყველა ინფიცირებულის პირველწყარო იყო დადგენილი, ახლა კი არსებობს სამი შემთხვევა, როდესაც პირდაპირი კონტაქტები უცნობია.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ასეთი გარემოების დროს უკვე სხვა სახის მიდგომა და ღონისძიებებია საჭირო.

„კერძოდ, აქ უნდა გამოვიყენოთ კარანტინები, როგორც ეს მოხდა მარნეულსა და ბოლნისში – მოსახლეობისთვის გადაადგილების შეზღუდვა, შეკრებების შეზღუდვა; კონტაქტების მასიური გამოკვლევა – თუ მთელი მოსახლეობის არა, რამდენიმე ათასის, ასეულის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძე.

მანვე განმარტა, რომ კვლევის ვექტორი მოიცავს ინფიცირებულის მოძრაობის მარშრუტს და ღონისძიენები სწორედ ამ არეალს მოიცავს.

საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 16 ადამიანი განიკურნა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 276 იმყოფება, კარანტინში – 4534.

loading...

პოპულარული

"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი