„ცენტრ პოინტში“ 18 000 ადამიანი მუშაობდა და ზოგი პრემიერი გახდება და ზოგიც შს მინისტრი“

დარასელი-ბახტაძე

ინო დარასელი წერს იმ სიუჟეტის შესახებ,  სადაც აღნიშნული იყო, რომ ახლანდელი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ერთ დროს „ცენტრ პოინტში“ მუშაობდა. 

„გუშინ გასულა რაღაც სიუჟეტი, სადაც განსაკუთრებული აქცენტი ყოფილა იმაზე,რომ ახალი პრემიერი ძველად „ცენტრ პოინტში“ მუშაობდა.

კი მუშაობდა ნამდვილად, ოღონდ იმ პერიოდში, როდესაც კომპანია ყველაზე წარმატებული იყო სამშენებლო სფეროში. რეგიონული სასტუმროების ქსელიც, პირველი საქართველოში, მისი კომპანიაში ყოფნის პერიოდში გაკეთდა, ასე რომ, ვფიქრობ, ცპ-ს საქმე ბახტაძის მაკომპრომეტირებელ არგუმენტად არ გამოდგება. აი, რუსო და მაიას საქმის კიდევ უფრო ჩიხში შესაყვანად კი „მშვენიერი” მიზეზია.

საქმე ჯერ კიდევ კვირიკაშვილის დროს დასასრულს მიუახლოვდა. ახალი წლიდან მათ გათავისუფლებას ველოდით. საქართველოში ყველაზე ძლიერი სამშენებლო კომპანია უკვე დიდი ხანია მზადაა, ვალდებულებები დაასრულოს. ბინებს ელოდება ხალხი და ახლა შეიძლება შეშინდნენ რო„მ რუსოს და მაიას გამოსვლა ბახტაძის მოსვლას არ დაემთხვეს და კიდევ ჩატოვონ იქ???

აი, ახლა ხომ დგას სამშენებლო კომპანია და უცდის, როდის მისცემენ შენების უფლებას, აი, ასე უცდიდნენ 8 წელი ჩემები ყადაღების მოხსნას, მშენებლობის უფლებას… და ასე აღმოჩნდნენ ყველაზე წარმატებულები, ყველაზე და ყველას მაგივრად „დამნაშავეები”.

როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ორი, 60 წელს გადაცილებული ქალის უაზრო პატიმრობა და მსგავსი მიზეზების გამო უკვე 8 წლის შეჩერებული მშენებლობა?

„ცენტრ პოინტში“ 18 000 ადამიანი მუშაობდა და ზოგი პრემიერი გახდება და ზოგიც შს მინისტრი და მაშინ იყოს ეს პრობლემა უვადოდ შეჩერებული?“

„ფორტუნა“

loading…

პოპულარული

„ე.წ. ოპერების ინსტიტუტის აღდგენა, ეს არის რუსული მოდელის დანერგვა და შევარდნაძის დროში დაბრუნება“ - რას ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი გახარიას რეფორმაზე?
დამალული არ არის, რამდენად აქტიურად იყვნენ ეკლესიის წარმომადგენლები ჩართული საარჩევნო პროცესებში, შეხედეთ, რა მოიტანა - მეუფე გრიგოლი 2012 წლის არჩევნებზე
„თამარ ჟვანია სუს-ის დავალებას ასრულებს“ - გაერთიანებული ოპოზიცია ცესკო-ს პერსონალური მონაცემების გავრცელებაში ადანაშაულებს
ტვ "იბერიას" საქმე და მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტი - "ენმ"-ის ფრაქცია ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს
„მსურს დავრჩე პატიმრობაში... ვუსამძიმრებ სარალიძის და დადუნაშვილის ოჯახს“ - მირზა სუბელიანი მოსამართლეს
"არ მინდა, ყელში ამოვიდა, მაწვალებენო..." - ყვარელში 25 წლის გოგოს მეოთხეა დღეა ეძებენ
„დიახ! რუსეთმა დაიწყო 2008 წლის 7 აგვისტოს ომი... დიპლომატია ფაქტების დამახინჯებას არ ნიშნავს“ - სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი
რუსეთში გავლენიანი ქართველი ბიზნესმენი ჩაცხრილეს - ვიდეოკადრები
"ყველას გთხოვთ გაავრცელოთ ეს ვიდეო"- მიხეილ სააკაშვილის საგანგებო ვიდეომიმართვა
დაწერე კომენტარი