ჩხუბი პარლამენტში – კობახიძე იძულებული გახდა, ტექნიკური შესვენება გამოეცხადებინა

საკანონმდებლო ორგანოში ჩხუბი და დაპირისპირებაა. ირაკლი კობახიძე იძულებული გახდა, ტექნიკური შესვენება გამოეცხადებინა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შესვენება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც დეპუტატი ზაზა კედელაშვილი კანონმდებლების სათათბირო ოთახში შევიდა. მას ყველა სხვა დეპუტატი შეჰყვა.

ზაზა კედელაშვილს დაპირისპირება მანდატურის სამსახურის უფროსთან მოუვიდა. მანდატურის სამსახურმა დეპუტატი რეგისტრაციისთვის ჩაუშვა, რასაც კედელაშვილის გაღიზიანება მოჰყვა. 

ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია. საკანონმდებლო ორგანოში სხდომა განახლდა. 

პოპულარული

"დღეს, 19 აპრილს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა" - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას მიმართავს
რა უნდა ვიცოდეთ საპოლიციო რეიდის დროს - რეკომენდაციები
სროლა და ყაჩაღობა ვარკეთილში - ბანკის დაყაჩაღების კადრები (ვიდეო)
20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი