„ჩხუბი ზოგადად ახსენა…“ – რატომ არ დაათვალიერეს ჩხუბის ადგილი სამართალდამცველებმა, პატრულ-ინსპექტორების ხმაურიანი ჩვენება

შაქარაშვილი

სიახლე შაქარაშვილის საქმეში – პატრულ ინსპექტორები, რომლებმაც ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე მცხეთიდან თბილისში წაიყვანეს დაიკითხნენ.

ვალერი ჯიქურაშვილის და გიორგი ზარიაშვილის ჩვენებებიდან დასტურდება, რომ სამართალდამცველებმა მომხდარი დაპირისპირების შესახებ იცოდნენ, თუმცა ჩხუბის დეტალების გარკვევა არ დაუწყიათ.

ჩვენებებიდან დგინდება, რომ პოლიციაში შეტყობინება 1 საათზე შევიდა და ოცეულის მეთაურმა ადგილზე ეს ორი ადამიანი გაუშვა.

პატრულ ინსპექტორების თქმით, მათ იაკობ ბრეგვაძესთან დამატებითი კითხვები არ გასჩენიათ და ადგილი არ დაუთვალიერებიათ, იყო თუ არა ჩხუბი ისევ. მათი თქმით, ბრეგვაძემ მათთან ზოგადად ჩხუბზე ისაუბრა და რომელიმე პიროვნებამ სხვა პიროვნებას ხელი ან სხვა რაიმე დაარტყა თუ არა არ უხსენებია, რადგან არ დაუნახავს.

„ჩვენ შევუჩერეთ ავტომანქანა, ვკითხეთ ვინაობა და ჩხუბთან დაკავშირებით ხომ არ ფლობდა რაიმე სახის ინფორმაციას. მან განაცხადა, რომ იყო იაკობ ბრეგვაძე. განმარტა, რომ მოდიოდა დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით. ე.წ ავტოსტოპით. მან ასევე გვითხრა, რომ მისგან მოშორებიტ შეამჩნია ქვეითად მოსიარულე რამდენიმე პიროვნება, რომელთაც შეუჩერა მიმავალმა ავტომანქანამ, სავარაუდოდდ “მერსედესმა”… ავტომანქანიდან გადმოვიდა რამდენიმე პიროვნება და ფეხით მიმავლლებს დაუწყეს გინება. მათ შორის მოხდა შეხლა-შემოხლა, რაზეც ის გაიქცა და იქ თუკი რამე კიდევ მოხდა აღარ დაუნახავს. მან ზოგადად ახსენა ჩხუბი, თუმცა რომელიმე პიროვნებამ სხვა პიროვნებას ხელი ან სხვა რაიმე დაარტყა თუ არა მისი გადმოცემით არ დაუნახავს და შეხლა-შემოხლის და გინების თანავე გაიქცა ადგილიდან“, – ნათქვამია პატრულ-ინპექტორის ჩვენებაში.

დაწერე კომენტარი