ჩხრეკა არასამთავრობოების ოფისებში – ხელისუფლება გიგა ბოკერიას, ბათუ ქუთელიას და დავით სიხარულიძის წინააღმდეგ მტკიცებულებებს აგროვებს და დაკავებების მორიგი სერიისთვის ემზადება

გიგა ბოკერია

“მთავარის” ექსკლუზიური ინფორმაციით, ხელისუფლება გიგა ბოკერიას, ბათუ ქუთელიას და დავით სიხარულიძის წინააღმდეგ მტკიცებულებებს აგროვებს და დაკავებების მორიგი სერიისთვის ემზადება.როგორც მთავარს პროკურატურიდან სანდო წყარომ აცნობა, 24 ტომიან საქმეზე, რომლის მთავარი ფიგურანტი გიგა ბოკერიაა და რომელიც უშიშროების საბჭოდან 2011 წელს გადარიცხულ თანხებს ეხება, პროკურატურამ დაკითხვების სერია და ჩხრეკა უკვე დაიწყო და გადაუდებელი საქმის მოტივით ორ არასამთავრობო ორგანიზაციაში უკვე შევიდა. წყაროს ინფორმაციით, მთავარი საგამოძიებო ორგანო ცდილობს, გიგა ბოკერიასთან ერთად საქმეში გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების ბათუ ქუთელიას და დავით სიხარულიძის კვალი გამოგვეთოს.
ჩხრეკა შედგა ჩუღურეთის რაიონში, ქურდიანის ქუჩაზე “საინფორმაციო და პიარტექნოლოგიების ცენტრში” და “ასევე კვლევისა და განვითარების ასოციაციაში” არაყიშვილი ქუჩაზე, ვაკის რაიონში. დაკითხული არიან კონკრეტული პირები, რომელსაც პროკურატურის აზრით, შეიძლება რაიმე შემხებლობა ჰქონდეთ ამ საქმესთან.
პროკურატურის დეტალებზე არ საურობს.
აღნიშნული საქმის ფარგლებში გიგა ბოკერია 2013 წელს იყო დაბარებული საგამოძიებო უწყებაში, თუმცა მას შემდეგ ევროპული საქართველოს ლიდერი ხელისუფლებას არ გახსენებია.
“2013 წლის შემდეგ ჩემთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ, ამას ვუკავშირებ პოლიტიკურ ამბებს და ამ ხელისუფლებისგან არაფერი გამიკვირდება. ამ ფორმაში მყოფი სამარცხვინო ლიდერისგან და მისი კლოუნებისგან გასაკვირი არაფერი იქნება” – ამბობს გიგა ბოკერია “მთავართან”.

დაწერე კომენტარი