ჩუღურეთის რაიონში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი გაიხსნა

 

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან რიმა ბერაძესთან ერთად გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
გიორგი ალიბეგაშვილმა და რიმა ბერაძემ თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან და ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ქვეყნის წინაშე გიორგი მაზნიაშვილის ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს.
როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, გენერალი მაზნიაშვილი ჩუღურეთის რაიონის მკვიდრი იყო და რაიონში მისი სახელობის მემორიალური დაფა აქამდეც არსებობდა.
მისივე თქმით, გენერლის ბიუსტი, რომელიც კომპეტენტურმა ჟიურიმ კონკურსის წესით შეარჩია, გიორგი მაზნიაშვილის ოჯახის წევრების, ასევე რაიონის მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებითა და დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით დაიდგა.
გენერალ მაზნიაშვილის ბიუსტის გახსნას თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოსა და მერიის, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, ასევე გიორგი მაზნიაშვილის ოჯახის წევრები და ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობა ესწრებოდა.

პოპულარული

Tv Formula: შაქარაშვილი უგონო მდგომარეობაში მყოფი, თავდამსხმელებმა მდინარეში ჩააგდეს
"კაწრო" მონაწილეობდა არა მკვლელობაში, არამედ ჩაფარცხვაში და ამას 3 წყარო ადასტურებს - ნიკა გვარამია
შაქარაშვილის საქმის დამალული სიმართლე - ვინ არის შავი ფერის "ჰუნდაის" მძღოლი, რომელიც არგვზე იმყოფებოდა და არავინ დაკითხა (ვიდეო)
2 კვირის წინ ჩადენილი დანაშაული და მძიმედ დაჭრილი 23 წლის ბიჭი - დაკავებული "ოცნების" დეპუტატის, კობა კობალაძის შვილია
"თუ წარმოვიდგენთ, რომ მაშინ რუსული ტანკები თბილისში შევიდოდნენ, პოლიტიკური სიტუაცია დაახლოებით იგივე იქნებოდა, რაც დღეს არის ივანიშვილის პორობებში" - ალექსანდრე დუგინი
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს
"ნახალოვკელი დაჯგუფების" მსხვერპლები ალაპარაკდნენ - შაქარაშვილის საქმის ფიგურანტებმა ერთი წლის წინ, ორი ახალგაზრდა სასიკვდილოდ გაიმეტეს
ქურდული სიმბოლიკა ბოლო ზარის მაისურზე - "ესაა არასრულწლოვანი რომელმაც მცხეთაში იჩხუბა, შემდეგ კი დაგეგმა კრიმინალური გარჩევა, რომელსაც გიორგი შაქარაშვილი შეეწირა"
შაქარაშვილის საქმის დამალული სიმართლე - ვინ არის შავი ფერის "ჰუნდაის" მძღოლი, რომელიც არგვზე იმყოფებოდა და არავინ დაკითხა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი