,, ჩუმად შევიდა დახლების სიღრმეში და თავი ჩამოიხრჩო” – ვალების გამო ჩადენილი თვითმკვლელობა თბილისში

ინტერნეტ მომხმარებელი ნანა აკობიძე სოციალურ ქსელში დღეს მომხდარი ტრაგედიის შესახებ წერს:

იზრუნე ჯანმრთელობაზე

“დღეს მეწიგნე მიშკამ ჩამოიხრჩო თავი.

დინამოს სტადიონთან, წიგნების ბაზრობაზე, დახლებს შორის.

იკივლეს ქალებმა, თავი გადააქნიეს კაცებმა…

უხერხულად ავიტუზეთ სასკოლო წიგნების საყიდლად მისულები და ამ ამბავს შესწრებულები: ზოგს წიგნი შეგვრჩა ხელში, ზოგს – გადასახდელი ფული…

ხანძარი რომ იყო, წიგნები დაეწვაო, ვალი ჰქონდაო, ჩვენსავითო, მეპროცენტემ მიაკითხაო და მისი წასვლის შემდეგ დახლების სიღრმეში ჩუმად შევიდა და და თავი ჩამოიხრჩოო 45 წლამდე კაცმა – მეწიგნე მიშკამ…

ტიროდნენ ბაზრობის ქალები, უხმოდ იდგნენ კაცები და რაღაცნაირად სიჩუმე ჩამოვარდა უცებ: იმ სიჩუმეში, იმ ერთ წუთში თავის თავს სტიროდა ყველა, თავის ვალებს, თავის პრობლემებს, თავის ხვალეს…

დღეს, საღამოს მოხდა ეს….”

წყარო: presa.ge

loading…
გააკეთე კომენტარი!