ჩრდილოეთ კორეამ სმარტფონის წარმოება დაიწყო

jindalae 3 ჩრ.კორეული სმარტფონი

ჩრდილოეთ კორეამ “კომფორტული და უსაფრთხო” სმარტფონი შექმნა – იუწყება ჩრდილოეთ კორეის ადგილობრივი გამოცემა DRPK today.

სტატიაში ნათქვამია რომ Jindallae 3 უნივერსალური და მრავალფუნქციური მოწყობილობაა რომელიც საჭიროა მოსახლეობის ცხოვრებისთვის მუშაობისთვის. სმარტფონის დიზაინი, შიდა კომპონენტები და ოპერაციული სისტემა შექმნილია ჩრდილოეთ კორეაში. მისი მახასიათებლების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

ფოტოებზე ნათლად ჩანს რომ ახალი სმარტფონის დიზაინი Apple და Samsung-ისგან არის აღებული. ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ჩრდილოეთ კორეელი ინჟინრები იდეებს სხვა ქვეყნის კომპანიებს პარავენ. ცოტა ხნით ადრე iPad-ის ანალოგიური  პადის Ryonghung-ის გამოშვების შესახებ გახდა ცნობილი.

თუმცა რამოდენიმე ინტერნეტ გამოცემა ვარაუდობს რომ გავრცელებული ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეული სმარტფონის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან აღნიშნული მოდელის ფოტოებზე ღილაკების განლაგება და იკონები სხვადასხვანაირია.

პოპულარული

რა უნდა აჩუქოთ გარშემომყოფებს საახალწლოდ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?
საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
"ის ჩვენი მეგობარი იყო " - ვინ არის ცნობილი ქალი, რომლის გამოც გიორგი მახარაძე და მარიამი ერთმანეთს დაშორდნენ (ვიდეო)
„არ დაუჯეროთ ქართველებო ამ შემთხვევით ქალბატონს... რა ქვია ამას თუ არა ქვეყნის ღალატი“ - შემოქმედელი მიპტოპოლიტი პრეზიდენტზე
დაწერე კომენტარი