ჩიქოვანის ქუჩაზე ორი სპორტული მოედანი შენდება

საბურთალოს რაიონის გამგეობა ჩიქოვანის ქუჩაზე ორ ახალ, თანამედროვე სპორტულ მოედანს აშენებს – მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაათვალიერა. ბექა მიქაუტაძემ ლევან გოგიჩაშვილს სტიქიის ზონაში განხორციელებული სამუშაოებიც გააცნო და აღნიშნა, რომ ყველა დანაპირები, რაც გამგეობამ ამ უბნის მცხოვრებლებს მისცა, აღნიშნული სტადიონების მშენებლობით შესრულებული იქნება.

აღსანიშნავია, რომ სტადიონის მოწყობამდე გამგეობამ ჩიქოვანის N30-სა და 34 კორპუსებს შორის ორი საყრდენი კედელი ააშენა, რომელიც მოედნის კონსტრუქციის უსაფრთხოებისათვის იყო აუცილებელი. ამჟამად, უკვე დამონტაჟებულია მეტალის ბოძები და მიმდინარეობს მავთულბადის დამაგრება. საფეხბურთო მოედანს 7 მეტრის, ხოლო საკალათბურთოს – 4 მეტრის სიმაღლის მესერი გაუკეთდება. სტადიონებზე დაიგება თანამედროვე ხელოვნური ბალახის საფარი.

ობიექტზე კომპანია „დოკასპორტი“ მუშაობს. პროექტის ღირებულება 98 000 ლარია.

loading...

პოპულარული

1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი ღამე - ისტორიული კადრები (ვიდეო)
"ყველაზე მეტად მისი ჩახუტება მენატრება" - თამრიკო ჭოველიძის ნივთები და თაროზე მიწებებული საღეჭი რეზინის ისტორია, რომელსაც მამამისი დღემდე ინახავს (ვიდეო)
"ახლა ხო მეგე**ნათ კარგის ტ***კი სუყველას" - ნინო გაჩეჩილაძის ვიდეო, რომელიც ყველამ უნდა ნახოს
მკვლევარების შემაშფოთბელი დასკვნა- დახურული სივრცის ჰაერში კორონავირუსის ნაწილაკები რამდენიმე წუთის განმავლობაში ცოცხლობს
დაწერე კომენტარი