ჩინური “სინოჰიდროს” კორუფციული სქემა – ვინ მფარველობს “სინოჰიდროს” საქართველოში?!

კომპანია

კორუფციული სქემა გაშიფრულია. ჩინური კომპანია, რომელიც თითქმის მთელ საქართველოს მოედო და ასობით მილიონი ლარის მოცულობის ტენდერს სისტემატურად იგებს, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის საგანი გახდა. “ახალგაზრდა ადვოკატებმა” საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან კომპანია “სინოჰიდროსთან” დაკავშირებული დოკუმენტაცია გამოითხოვეს, საიდანაც ირკვევა, რომ სახელმწიფო სატენდერო კომისიის წევრები, რომლებმაც კომპანიას მრავალმილიონიან ტენდერში გაამარჯვებინეს, შემდეგ ამავე კომპანიების მმართველ რგოლში მაღალ თანამდებობაზე დასაქმდნენ. მილიონების მიტაცების სქემის ნათელი მაგალითია ირაკლი ხერგიანი, რომელიც სატენდერო კომისიის წევრი იყო მაშინ, როცა სინოჰიდრო გამარჯვებულად გამოვლინდა. ჩინური კომპანიის გამარჯვებისთანავე ხერგიანმა დატოვა საგზაო დეპარტამენტი და გადაინაცვლა კერძო სექტორში, სადაც სწორედ სინოჰიდროზე ზედამხედველობა დაევალა.

“ამას ჰყავს ერთი დირიჟორი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება კონკრეტულმა კომპანიამ გაიმარჯვოს ტენდერში. ამ ადამიანს აქვს იქ კორუფციული ინტერესი და შესაბამისად სჭირდება მაკონტრილებელი. ამ მაკონტროლებელს კი სჭირდება ადამიანი, რომლსაც ესმის საქმე, ხარჯები და ასეთი ადამიანები მუშაობენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ასეთი ადამიანები აჰყავთ და სვავენ კომპანიებში რომ თავიანთი ინტერესი აკონტრილონ. აკონტროლებენ იმ კორუფციულ გარიგებას, რომელიც შედგა მანამ სანამ კომპანია ტენდერში გაიმარჯვებდა”-ამბობს HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე.

ჩინური სინოჰიდროს უხარისხოდ აშენებულმა კაშხლის ჯებირმა ათიათასობით მოსახლე მალაიზიაში ეკომიგრანტად აქცია, ქართველი ექსპერტები შიშობენ, რომ იგივე ბედი ელის საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოებს საქართველოშიც.

loading...
დაწერე კომენტარი