ჩინეთში მცხოვრები ქართველი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

ნინო გელანტია

ჩინეთში მცხოვრები ქართველი, ნინო გელანტია კორონავირუსთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აღწერს.

ნინო გელანტია ამბობს, რომ საქართველოში უსაფუძვლო პანიკაა ატეხილი.

“ვპასუხობ შეკითხვებს ჩინეთის ვირუსთან დაკავშირებით:

მეზობლებს, ნათესავებს, თუ კეთილის მსურველებს, გთხოვთ, თავი შეიკავოთ დედაჩემის დაპანიკებისგან.

მგლის შიშით, ფარას ვინ წყვეტს?

1. უამრავი ინფორმაცია, რომელიც საქართველოში ვრცელდება არ არის სწორი და არც ამხელა პანიკაა აუცილებელი; ჩინეთს აქვს უფრო საშიშ ვირუსებთან ბრძოლის გამოცდილება, რესურსი და სტრატეგია, რომ ამდენი ადამიანი საფრთხეში არ გვამყოფოს.

2. ვარ პეკინში, დედაქალაქში.

ამჟამად, დაინფიცირებულია 22 ადამიანი და არც ერთი გარდაცვლილი; ცხელი ხაზი მუშაობს 24 საათი.

სხვა ქვეყნებში მიმავალი მგზავრების ტემპერატურა მოწმდება ჩინეთშივე. (ვიდეო ქვემოთ); საჯარო სივრცეებში, სასტუმროებში, სკოლებში გამკაცრდა სანიტარული ნორმები. არ ყოფილა საჭიროება, რაიმე დაწესებულება დახურულიყო. ხვალიდან ჩინური ახალი წელი იწყება და პეკინი თითქმის დაცარიელებულია.

3. არადაზუსტებული ინფორმაციით, ვირუსი პირველად გავრცელდა ვუხანიდან გველის და სხვადასხვა ეგზოტიკური ხორცის მყიდველ-გამყიდველებისგან. დაინფიცირდა 444, გარდაიცვალა 17 ადამიანი. ყველა 40-90 ასაკობრივი კატეგორია, უმეტესად 80+ ია გარდაცვლილები. რამდენიმე გამოჯანმრთელებული ადამიანი უკვე მოათავსეს იზოლირებულ სივრცეში, ვირუსი არ არის მომაკვდინებელი. ამ ეტაპზე, არც ისეთი მასშტაბის, როგორიც იყო SARS 2003 წელს.

4. დღეს შეჩერდა სატრანსპორტო მოძრაობა, ფრენები ვუხანში და ვუხანიდან. საღამოს დაიწყება ქალაქის გასუფთავება და შეწამვლა.

5. ვისაც ჩინეთში ვიზიტი გიწევთ, ან ბრუნდებით საქართველოში, არ გასინჯოთ არანაირი ქუჩის თუ ეგზოტიკური საჭმელი და ხორცი. დაიცავით პირადი ჰიგიენა და ატარეთ ქირურგიული პირბადე ან პირბადე N95;

ექიმების პირველადი რჩევაა მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, გავიძლიეროთ იმუნიტეტი და მივიღოთ ბევრი სითხე, რომ შენარჩუნდეს ყელის ტენიანობა“, – წერს საქართველოს მოქალაქე.

“არ არის ამხელა პანიკა აუცილებელი”

loading...

პოპულარული

"მოზარდებმა გაქცევა მოახერხეს..." - ოკუპანტების მიერ გატცებული 16 წლის ბიჭის დედა "ნიუპოსტთან" დეტალებს ჰყვება
ოკუპანტებმა სოფელ კარბალადან 17 წლის ალეკო შიუკაშვილი გაიტაცეს
ჯანდაცვის მინისტრის ხელმოწერილი სკანდალური დოკუმენტი - "მთავარის" ინფორმაციით რეისი, რომლითაც ჩინეთიდან ქართველების ევაკუაცია მოხდა გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო (ვიდეო)
პირველი გამაოგნებელი კადრები საჩხერის სასტუმროდან, სადაც ჩინეთიდან ევაკუირებულები იმყოფებიან - რა პირობებში უწევს ყოფა 34 ადამიანს
"როცა საქმე ეხება პროპორციულ და სამართლიან არჩევნებს, საუბარი რაღაც 100/50-ზე და ციფრებზე უადგილოა" - ბაჩუქი ქარდავა (ვიდეო)
კვირაში სამი ან მეტი კვერცხის ჭამა გულის დაავადებათა რისკს ზრდის - ახალი კვლევა
პირველი გამაოგნებელი კადრები საჩხერის სასტუმროდან, სადაც ჩინეთიდან ევაკუირებულები იმყოფებიან - რა პირობებში უწევს ყოფა 34 ადამიანს
„გუშინ ნაციონალებმა იტალიაში კონცერტი ჩამიშალეს“ - თემურ თათარაშვილი
ლატვიაში საბჭოთა კავშირის ყოფილი პიონერები კომუნიზმის მსხვერპლად აღიარეს და პენსიად 220 ევრო დაუნიშნეს
დაწერე კომენტარი