“ჩვენ უნდა შევიარაღდეთ” : შვედური გაზეთი რუსეთს ისტორიულ მტერს უწოდებს.

შვედი ჯარისკაცი

ევროკავშირის ქვეყნებმა ერთობლივი ძალით უნდა გაუწიონ წინააღმდეგობა ისეთ „ისტორიულ მტერს როგორიც რუსეთია, წერს შვედური გაზეთი DAGENS NYHETER-ი .

ავტორის თქმით „პუტინის გამარჯვებამ სირიაში“ რუსეთი უფრო ძლიერი გახადა. „ნატოს ხერხემალმა – აშშ-მა სირიაში მისი მოკავშირე ქურთული ძალები მიატოვა და გაწირა თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ ბრძოლაში კი მთავარი გამარჯვებული იყო რუსეთი, ჩვენი ისტორიული მტერი“,- აღნიშნულია სტატიაში.

“მას შემდეგ რაც ევროპამ მხარი არ დაუჭირა ამერიკული არმიის ნაწილების გაყვანას ჩრდილოეთი სირიიდან, ნატოს მომზადებული არ ჰქონდა გეგმა B. ავტორის ინფორმაციის თანახმად, უფრო მეტი და მეტი ქვეყანა ევროპიდან ცდილობს დაამყაროს ეკონომიკური თანამშრომლობა რუსეთთან, განსაკუთრებით კი საფრანგეთი,გერმანია, საბერძნეთი და უნგრეთი. არც მომავალშია მოსალოდნელი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები ზემოხსენებული ქვეყნების მხრიდან“ ,- აღნიშნულია სტატიაში.

დასკვნის სახით სტატიაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის ქვეყნები უფრო სწრაფად უნდა შეიარაღდნენ აშშ-ს არაპროგნოზირებადი ქმედებების ფონზე და არ შეასუსტონ ზეწოლა რუსეთზე.

ნიუპოსტი

დაწერე კომენტარი