„ჩვენ რატომ ვართ ამბოხებულები, ფოსტა-ტელეგრაფი ავიღეთ?“ – გედევან ფოფხაძე თანაგუნდელებს პასუხობს

გედევან ფოფხაძე

ჩვენ რატომ ვართ ამბოხებულები, რაში გამოიხატება ამბოხება? ფოსტა-ტელეგრაფი ავიღეთ?“ – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თანაგუნდელებს, რომლებმაც ეკა ბესელიას და მის თანამოაზრეებს ამბოხებულები უწოდეს.

გედევან ფოფხაძის თქმით, მას და ასევე სხვა რამდენიმე დეპუტატს, რომლებიც პარლამენტში წარდგენილ მოსამართლეთა 10-კაციან სიას აპროტესტებენ, გუნდის დანარჩენი წევრებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ.

გედევან ფოფხაძე მმართველი გუნდიდან გარიცხვას არ ელოდება. დეპუტატის თქმით, ეს საკითხი აქტუალური არ არის.

„ჩვენ გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს. მე საერთოდ ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება გუნდის შიგნით განსხვავებული აზრის მატარებელი ადამიანები ამბოხებულებად გამოაცხადო. ეს მე მგონია, რომ არასწორი პოზიციაა. მე ველოდებით სხვა რაღაცებს. საღამოს მეგობრებთან შეხვედრას, დავგეგმეთ, ასეთ რაღაცებს ველოდები. გარიცხვა იქნება თუ არა, საერთოდ მგონია, რომ აქტუალური არ არის. თუ ვიღაც მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიიდან განსხვავებული აზრის გამო, ხალხი უნდა გაირიცხოს, მით უმეტეს სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიიდან, იმას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიის შიგნით დემოკრატიის ხარისხი ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს განსაზღვრავს,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დაპირისპირება მმართველ გუნდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ განსამწესებელმოსამართლეთა 10-კაციანი სიის წარდგენას მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სიის უკან გაწვევას და ახალი კრიტერიუმების შემუშავებას ითხოვენ. 10-კაციან სიას ბოიკოტი გამოუცხადა ასევე ეკა ბესელიამ, რომელმაც სწორედ ეს სია დაასახელა იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გადადგომის მთავარ მიზეზად.

გუნდში არსებული დაპირისპირების შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გუშინ პირველი განცხადება გამოაქვეყნა. ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელია გუნდის წინააღმდეგ წასვლაში დაადანაშაულა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ექსპრემიერს განცხადებით უპასუხა, სადაც აღნიშნა, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება. 

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ეკა ბესელიას კაბინეტი შეუცვალეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობას რიგითი დეპუტატებისთვის განკუთვნილ ოთახში განაგრძობს.

პოპულარული

რუსმა ოკუპანტებმა 21 წლის გივიკო ბერუაშვილი 24-საათიანი ტყვეობიდან გაათავისუფლეს
„გამოიკვეთა ადამიანი, ვისაც დაუჭერს ყრილობა მხარს და ეს იქნება გრიგოლ ვაშაძე“ - ენმ-ის ყრილობა 24 მარტს გაიმართება
„გერმანია და შვედეთი არ მისცემენ პოლიტიკურ თავშესაფარს საქართველოს მოქალაქეებს, ვინაიდან საქართველო აღიარებულია სანდო ქვეყნად“- საფრანგეთის ელჩი
„წარვუდგენთ რეკომენდაციებს, რომ უზენაესი სასამართლო იყოს საუკეთესო ხალხით დაკომპლექტებული“ - ჯანი ბუკიკიო კობახიძის ინიციატივაზე
„რუსეთმა უნდა გამოიმუშაოს პოლიტიკა, რომელიც პატივს სცემს თავის მეზობლებს“ - პასკალ მენიე
"მზე ღრუბლებში დაცურავს" - ნასვამი "ბორჯღალოსნები" თვითმფრინავში მღერიან (ვიდეო)
საოცრად ემოციური ისტორია გომბორზე დაღუპულ ნიკუშა გუჯეჯიანზე - "არ მინახავს კაცი რომელიც ქალს ესე ექცევა"
აპრილის ბოლომდე დაძაბული და აგრესიული პერიოდია, განსაკუთრებით ქალებისთვის" - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს
რატომ ჰგონიათ მამაკაცებს, რომ მათთან სექსი გინდათ, მაშინ როცა ასე არ არის
დაწერე კომენტარი