„ჩვენ მირზა სუბელიანის მუქარის არ გვეშინია“ – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

„რაც შეეხება კონკრეტულად მირზა სუბელიანის საკითხს, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არც მუქარის გვეშინია, არც შანტაჟის გვეშინია და ეს ადამიანი დღეს ზის იქ, სადაც ზის“ – ასე უპაუხა პარლამენტი თავმჯდომარემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის კრიტიკას გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით.

„მომავალშიც იქნება ის რაც იქნება, თუ იქნება მუქარა, მაგალითად მირზა სუბელიანის მხრიდან, ჩვენ ამ მუქარის არ გვეშინია და ზუსტად ვმოქმედებთ ჩვენი პრინციპების შესაბამისად, იმიტომ, რომ არავის არ ეშინია მუქარის. რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, რომელსაც იძიებდა საგამოძიებო კომისია, ჭეშმარიტება არის ისევ იგივე, რაც დადგინდა ჯერ პროკურატურის მიერ და რაც დადგინდა შემდეგ საგამოძიებო კომისიის მიერ. როგორც ვერ დაადგინა 100%-იანი სიზუსტით პროკურატურამ თუ ვინ იყო სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელი იმ საქმეში, ასევე ვერ დაადგინეთ ვერც თქვენ, ეს არის მთავარი გარემოება. თუ ვინმე რამეს დააშავებს, ამაზე პარლამენტი არც ერთ შემთხვევაში არ დახუჭავს თვალებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოპულარული

15 წლის შალვა, რომელიც გაჭირვების გამო შიმშილობდა და მისი თვითმკვლელობა, ხელისუფლება კი ხელფასებს იზრდის (ვიდეო)
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს
„4 ლარი უნდა დახარჯო დღეში გამოკვებისთვის, ეს დაახლოებულია რეალობასთან“- ზაქარია ქუცნაშვილი (ვიდეო)
20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი