
“რუსთავი2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ ბრძოლა გრძელდება და ყველაფერი წინ არის. მისი თქმით, ევროპულ სასამართლოს ექნება შანსი, რომ რუსთავი2-ის საქმის სამარცხვინო გადაწყვეტილება გამოასწოროს.
ნიკა გვარამია ამბობს, რომ ამ ტელეკომპანიის წართმევა არის ზუსტად ის რაც რუსეთს სურდა.
“რუსთავი 2 იყო იარაღი ჩვენ ხელში, რომ დაგვეცვა ეს ქვეყანა, როცა გვართმევენ ერთ იარაღს უნდა მოვიმარჯვოთ მეორე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
საქმე ბრძოლაშია და არა იარაღში, იარაღია მნიშვნელოვანია, მაგრამ შეცვლადი. როგორიც არ უნდა იყოს სიტუაციის სირთულე უნდა ცვენ უნდა მოვიგონოთ იარაღი, რომელსაც საქართველოს საქმის კეთებას მოვახმართ” – ამბობს გვარამია.