„ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება“ – იან კელი

იან კელი

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებაზე ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს წევრობისა და ღია კარის პოლიტიკის შესახებ.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

იან კელის თქმით, იგი იენს სტოლტენბერგის აღნიშნულ განცხადებას არ გასცნობია, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებას სრულად შეესაბამება.

– ჩვენ თანმიმდევრულად ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის პერიოდიდან მოყოლებული მხარს ვუჭერთ საქართველოს წევრობას ნატო-ში. ეს განაცხადა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველოში აგვისტოში ვიზიტისას. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს, ვიდრე იგი არ გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ჩვენ ყველას გვესმის, რომ ნატო-ს წევრი ყველა ქვეყნის თანხმობა და კონსენსუსი არის ამისთვის საჭირო, – განაცხადა იან კელიმ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იან სტოლტენბერგმა განაცხადა, ნატო ღია კარის პოლიტიკას აგრძელებს და მზად არის ახალი წევრების მისაღებად.

– საქართველო და უკრაინა ახლა რეფორმებზე არიან კონცენტრირებული: თავდაცვითი ინსტიტუტების მოდერნიზებაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე და დემოკრატიის გაძლიერებაზე. ნატო და მოკავშირეები მათ ამ პროცესში ეხმარებიან. საბოლოო ჯამში, ალიანსის 29 წევრი გადაწყვეტს, მივიღოთ თუ არა ახალი წევრი ჩვენს რიგებში. არც ერთ სხვა ქვეყანას არ აქვს უფლება ამ პროცესში ჩაერიოს ან ვეტო დაადოს. ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს საკუთარი გზა, ალიანსს კი შეუძლია გადაწყვიტოს, სურს თუ არა მას გაფართოება, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

loading…
გააკეთე კომენტარი!