“ჩვენ არ მოგვისმენია რუსეთიდან, კულტურის მუშაკების მხარდაჭერა საქართველოსი, ტერიტორიალურ მთლიანობასთან დაკავშირებით… არავითარი კულტურის ცენტრის გახსნა” – თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი

პარტია ”კანონი და სამართალის” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:

დიახ არავითარი “ რუსული-სპეცსამსახურების ცენტრების” გახსნა არ შეიძლება კულტურის ეგიდით- კარასინის ფორმატით, ჩვენ არ მოგვისმენია რუსეთიდან,კულტურის მუშაკების მხარდაჭერა საქართველოსი ,ტერიტორიალურ მთლიანობასთან დაკავშირებით ან რაიმე პროტესტი იდესმე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით! მეგობრობა ორმხრივი უნდა იყოს?! მე მახსოვს ჩვენი ოჯახი , მამაჩემი – ჯანსუღი , ოთარ ჭილაძე, ნოდარ დუმბაძე მეგობრობდნენ ,ბელა ახმადულინასთან, ევგენი ევტუშენკოსთან და სხვა, მამა მეგობრობდა ვლადიმერ ვისოცკისთან , იუნა მორიცთან ,ვოზნესენსკისთან, მაგრამ მეგობრობა ორმხრივი იყო, 9 აპრილს , რუსთაველზე, რომ აგვჩეხეს,ევტუშენკოს და ბელას პროტესტი გვესმოდა, (გამოთქვეს მაინც რაღაც შეძლეს)და ახლა წლებია ვინმეს ხმა გაგიგიათ???, ერთი სიტყვა ვინმემ შეაშველა საქართველოს მთლიანობას ,დასაცავად????აბა ჩეხოვი , დოსტოევსკი ,ბუნინი და პასტერნაკი , ანა ახმატოვა და მარინა ცვეტაევა სხვა, რომ მოგვწონდეს, ეს ხომ არ ნიშნავს , რომ ქვეყანა “კულტურას ამოფარებულ” სპეცსამსახურებს დავუთმოთ სათარეშოდ- ამერიკაშიც , საფრანგეთშიც გაიშიფრა უკვე (და სკანდალიც მოჰყვა) ამ ტიპის” რუსული, რბილი ძალით, ფულის ჩასარეცხი “ ცენტრები”! ყველამ იცის უკვე ,მთელს მსოფლიოში ,რა ტიპის “ ცენტრებია”! არნახული შემოტევააა, მიხარია, რომ მაგრად დგას ქართული სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საზოგადოება- და ამის დასტური იყო დღევანდელი მანიფესტი- მადლობა ნიკა მაჭუტაძეს-ბრავო

No photo description available.

პოპულარული

კორონოვირუსით დაავადებულთა რიცხვი 90 000-ია - უცნობი ჩინელი მედდას სენსაციური ვიდეომიმართვა მსოფლიოს
უმძიმესი ავარია ქვიშხეთთან - მანქანაში მყოფი მგზავრები მათ შორის 4 ბავშვი სავარაუდოდ დაღუპულია (ვიდეო)
ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის განკურნების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ახალი სკანდალური დეტალები ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში - მშობლებისა და შვილების მიმოწერა, რომელშიც ისინი განიხილავენ რა ფასად გაშიშვლდებიან გოგონები კამერის წინ (ვიდეო)
დაწერე კომენტარი