ჩვენც ამას ვითხოვთ წლებია, ხელისუფლებამ დააკმაყოფილოს მძარცველის მოთხოვნები -ნათელაშვილი

ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მძარცველის მიერ გავრცელებულ ვიდეო მიმართვას სოციალურ ქსელში ეხმაურება. საუბარია იმ მიმართვაზე, საიდანაც მიკროსაფინანსოში შეჭრილმა თავდამსხმელმა მძევლის მეშვეობით ლაივი ჩართო და ტელევიზიებს მოუწოდა, ვიდეო გაავრცელონ. მას მოთხოვნები პოლიტიკოსებთან აქვს.

“ჩვენც ამას ვითხოვთ წლებია

1. აზარტული თამაშების აკრძალვას
2. ბანკებში სესხის წლიური მაქსიმალური ზღვარი7 პროცენტი
3. პენსიონერებისთვის წამლები ხელმისაწვდომ ფასებში

ხელისუფლებას მოვუწოდებ დააკმაყოფილოს მძარცველის მოთხოვნები” – წერს ნათელაშვილი.

დაწერე კომენტარი