“ჩვენს ციხეებში ადგილები ჩვენივე არამზადებისთვის გვჭირდება” – რა მოითხოვა გიორგი გახარიასგან შვედმა მინისტრმა?

გიორგი გახარია

სტოკჰოლმში  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას და შვედეთის იუსტიციის მინისტრის მორგან იოჰანსონის შეხვედრა გაიმართა.

შვედეთის რადიო “Sverige Radio”-ს ცნობით, შვედი მინისტრი ცდილობდა დაერწმუნებინა ქართველი კოლეგა იმაში, რომ მან სამშობლოში უნდა წაიყვანოს შვედეთის საპყრობილეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თავისუფლება სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის გამო აღუკვეთეს: “მათ ჩვენს ქვეყანასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. მათი რეაბილიტაცია და უფლებების აღდგენა საქართველოშია შესაძლებელი და არა შვედეთში. თბილისს შეუძლია თავისი მოქალაქეების სამშობლოში დაიბრუნოს. ჩვენს ციხეებში ადგილები ჩვენივე არამზადებისთვის გვჭირდება”.

შვედეთის რადიოს კორესპონდენტის, ივან გარსიას თქმით,პოლიციის მონაცემების თანახმად, შვედეთში მომხდარი ძარცვა-ქურდობის თითქმის ნახევარი უცხოელების მიერ ხორციელდება. საქართველო ერთ-ერთია იმ ოთხი ქვეყნიდან, საიდანაც შვედეთში “საგასტროლოდ” ყველაზე მეტი ორგანიზებული ბანდების წევრი ჩადის. ისინი ძირითადად იპარავენ გემების ძრავებს, ავტომობილის დეტალებს და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას. გარდა ამისა, ძარცვავენ ხანშიშესულ შვედეთის მოქალაქეებს.

ევროკავშირის ფარგლებში უცხოელი მოქალაქეების მიმართ უკვე ხუთი ათასზე მეტი დანაშაულებრივი საქმის გამოძიება მიმდინარეობს. მათგან ბევრს დანაშაული შვედეთშიც აქვს ჩადენილი და ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც.

როგორც მორგან იოჰანსონი ამბობს, “საერთაშორისო წესების თანახმად, საქართველო ვალდებულია შვედეთში მსჯავრდებული თავისი მოქალაქეები სამშობლოში დაიბრუნოს, მაგრამ ბოლო ათი წლის მანძილზე ასე არ ხდებოდა: თბილისი ჩიოდა, რომ პენიტენციალურ სისტემაში თავისუფალი ადგილი არ ჰქონდა. ვიმედოვნებ, რომ საქართველოში ეს პრობლემა უკვე გადაწყვეტილია”.

საქართველოსთან პარალელურად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ქვეყნების – რუმინეთის, ლიტვის და პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შვედეთი ამ ქვეყნების დამნაშავეებს არაფერს სთავაზობს – არც ფულს და არც რაიმე კომპენსაციას.

მინისტრის თქმით, არსებობს იმის საფუძველი, რომ საქართველოს მთავრობა უნდა დაეთანხმოს შვედეთის მოთხოვნას პატიმრების ქართულ ციხეებში გადაყვანის თაობაზე: “მათ ვიზალიბერალიზება მიიღეს, უვიზო რეჟიმს კი გაფრთხილება სჭირდება. ვფიქრობ, საქართველოს ეს კარგად ესმის და ამისკენ ისწრაფვიან”, – ამბობს მორგან იოჰანსონი.

 

sverigesradio.se

loading…

პოპულარული

ლევან იზორიას ქონებრივი დეკლარაცია - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ბრალდებები და თავდაცვის უწყების პასუხი
სიგარეტი ძვირდება
„ნუ შეჰყავს მთავრობას და „ქართუს“ ხალხი შეცდომაში“ - რომან გოცირიძე ე.წ. „ვალების განულებაზე“
"ახალი შეთქმულება ივანიშვილის კარზე... უთხარი ბიძინას, გუნცაძე დანიშნოს, მერე ჩვენ მივხედავთ"
დაწერე კომენტარი