“ჩვენს ოჯახში ყაჩაღები შემოვიდნენ,მეც მათ ტყვეობაში მოვხვდი, მთელი სახლი ყირაზე იდგა”

ია ფარულავა

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა ოცნების ასრულების საიდუმლოს “სარკესთან” ამხელს და იმ დიდ სასწაულზე საუბრობს, რომელიც მის ცხოვრებაში მოხდა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

– ოცნების, სურვილების წარმატებით ასრულების რაიმე მეთოდები გაქვთ?

– ოცნებების ასრულებას ყველაზე მაგრად ვიზუალიზაცია ახდენს. როცა რაღაც ძალიან გინდა და ეს რაღაც არის ნორმის ფარგლებში, აუცილებლად უნდა წარმოიდგინო და ამას მიაღწევ. არავის ვურჩევ იმის ვიზუალიზაციას, რომ ვიღაც კაცი წამოვიდეს თავისი ცოლისგან და მასთან მივიდეს. ასეთი სისულელეები არასდროს წარმოიდგინოთ!

– ყველაზე დიდი სასწაული რა მომხდარა თქვენს ცხოვრებაში?

– სასწაული სწორედ ვიზუალიზაციით მოვახდინე. 1976 წელს ჩვენს ოჯახში ყაჩაღები შემოვიდნენ. ეზოდან რომ ავედი სახლში, მთელი სახლი ყირაზე იდგა, დედა და ბებია ნიღბიანებს ჰყავდათ შეპყრობილი. მეც მათ ტყვეობაში მოვხვდი. ეს დღის 12 საათისთვის ხდებოდა, როდესაც მამა არასდროს იყო სახლში. წარმოვიდგინე, რომ მამა დაბრუნდა და მოხდა სასწაული – ამ დროს ცხოვრებაში პირველად მამა მართლაც შემოვიდა. მთელი ბრძოლები გაიმართა ჩვენს სახლში. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.

ასევე – დიდი ოცნება მქონდა, მიხეილ ჩეხოვის სამსახიობო მეთოდი პირველწყაროდან მესწავლა და ეს ოცნებაც ვიზუალიზაციით ავიხდინე.

იყო ჩემს ცხოვრებაში სასწაულის ახდენის მოლოდინიც, მაგრამ არ მომხდარა. ცხოვრებაში ბევრი წაგებაც მქონია, მაგრამ თითოეული მარცხი ჩემი მომავალი წარმატების სტიმული გამხდარა.წყარო: სარკე

loading...

პოპულარული

"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი