ჩვენი ხედვა სრულ თანხვედრაშია ჩვენი წინაპრების ხედვასთან, თუ როგორ სურდათ მათ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება – პრემიერი

მამუკა ბახტაძე

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით პარლამენტი სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმს მასპინძლობს.

ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის 100-ზე მეტ წარმომადგენელს სიტყვით საქართველოს პრემიერმა მიმართა.

მამუკა ბახტაძემ თვითმმართველობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ფორუმი მნიშვნელოვანია თავისი შინაარსით.

“საქართველოში და ქართულ დემოკრატიაში თვითმმართველობას ყოველთვის განსაკუთრებული როლი ჰქონდა და განსაკუთრებულია, რომ დღევანდელი ჩვენი ხედვა სრულ თანხვედრაშია ჩვენი წინაპრების ხედვასთან, პირველ რესპუბლიკასთან თუ როგორ სურდათ მათ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება. მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა ნიშნავს თვითმმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის აგებას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს, ამავე დროს, ქმნის ისეთ პირობებს, რომ სწორედ თავისუფალ მოქალაქეთა ნებას ემყარებოდეს როგორც საერთო ეროვნული, ისე რეგიონალური და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტა,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ფორუმზე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საშუალება ეძლევათ დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები, გაიზიარონ გამოცდილება და დასახონ სამომავლო გეგმები.

ბახტაძის თქმით, აუცილებელია რეგიონალური მმართველობა დემოკრატიულად განვითარდეს.

“საქართველოს მთავრობას აქვს ურყევი პოლიტიკური ნება გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დემოკრატიის პროცესი.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისი ინიციატივითაც შეიქმნა სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების  ინსტიტუციური დიალოგის პლატფორმა.

ეს ფორუმი საშუალებას იძლევა გვქონდეს ერთგვარი საკონსულტაციო მექანიზმი, სადაც კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება თვითმმართველობები დასვან კითხვები, მიიღონ მათზე პასუხები, გაიზიარონ გამოცდილება,დ ასახონ სამომავლო გეგმები და განსაზღვრონ შესასრულებელი ამოცანები.

ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, ჩამოვაყალიბოთ  ის მოდელები, რომლებიც გვჭირდება დღეს, რომლებიც დღეს სჭირდება საქართველოს, რომ თვითმმართველობის სისტემა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს,”-განაცხადა პრემიერმა.

loading…

პოპულარული

აირჩია ხალხმა თუ დანიშნა ივანიშვილმა - სკანდალური კადრები, რომლითაც დგინდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა (ვიდეო)
სკანდალი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს უკავშირდება - ქართველი ემიგრანტისთვის წართმეული უძრავი ქონება და გაყალბებული დოკუმენტები
რომელი ქვეყნის პირველი პირები ესწრებოდნენ სააკაშვილი-მარგველაშვილის ინაუგურაციას და ვინ არიან ზურაბიშვილის სტუმართა სიაში
გრიპის ვირუსის ეპიდემია საქართველოში - სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
დაწერე კომენტარი