„ჩვენი თხოვნაა, რომ ხელი შეგვიწყონ იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს ტრიუკების გარეშე” – გრიგოლ ვაშაძე ჰელსინკში შეხვედრებს განაგრძობს

გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი ევროპელ პოლიტიკურ პარტნიორებთან შეხვედრებს განაგრძობს. მთავარი განსახილველი საკითხი არჩევნების მეორე ტურის გამჭვირვალედ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებაა. ჰელსინკში, ევროპის სახალხო პარტიის ლიდერებთან შეხვედრისას არაერთხელ იქნა განხილული არჩევნების პირველი ტურის დროს გამოვლენილი დარღვევები და ძალადობის შემთხვევები.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მთავარი გზავნილი ევროპელი პარტნიორებისგან არის ის, რომ მეორე ტურმა უნდა ჩაიაროს დემოკრატიულად და გამჭირვალედ.

„ჩვენი ძირითადი თხოვნა არის ის, რომ ხელი შეგვიწყონ იმისათვის, რომ საქართველოში პირველად ე.წ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარდეს ნორმალური არჩევნები. დემოკრატიული, ყოველგვარი ტრიუკების, გაყალბების და ძალადობის გარეშე რაც შეეხება ოპოზიციას. ახლა არის თითქმის დადასტურებული ინფორმაცია იმაზე, რომ აპირებენ საქართველოს ისტორიაში არჩევნები დანიშნონ სამუშაო დღეს. რაც ფაქტიურად არ მისცემს საშუალებას საზღვარგარეთ  ლეგალურად მყოფ ჩვენს თანამემამულეს მივიდეს საარჩევნო ყუთებთან. ეს არის აღმაშფოთებელი და კეთდება სპეციალურად იმიტომ რომ ემიგრაციამ თითქმის 100 %-ით ხმა მისცა გაერთიანებულ ოპოზიციას,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პოპულარული

" მეზიზღებით! დამალეთ ეს ქვეყანა !"- ქართველი გოგონას მწვავე წერილი საოცნებო ამერიკიდან
"პატიება არ გაბედოთ, მობრწკენაზეც გქონდეთ უმწვავესი რეაქცია... ჩაუჯექით პატრულს მანქანაში და არ გამოხვიდეთ სანამ არ გამოკეტავთ ციხეში!" - ნანუკა გულუა ხაშურში მომხდარ დაჭრაზე
რა გელოდებათ აპრილში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით? - ასტროლოგიური პროგნოზი
"ბედის ირონიაა, მდინარაძე რამდენიმე პიროვნებას ჩემს შესახებ წერდა მესიჯს და შემთხვევით ჩემთან გამოეგზავნა"- ბესელია
დაწერე კომენტარი