,,სამწუხაროდ უკრაინელებმა არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება, იმედია პოლონელები მაინც გაითვალისწინებენ”-უსუფაშვილი სააკაშვილზე საუბრობს

სამწუხაროდ უკრაინელებმა არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება – ამ განცხადებით, ,,შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინიდან გაძევების ფაქტს გამოეხმაურა.

დავით უსუფაშვილი იმედოვნებს, რომ უკრაინელებისგან განსხვავებით, პოლონელები მაინც გაითვალისწინებენ სააკაშვილთან დაკავშირებით ქართული მხარის გაფრთხილებებს.

უსუფაშვილის განცხადებით, სამწუხარო სანახავი იყო სააკაშვილის ძალისმიერი მეთოდებით დაკავების კადრები, თუმცა მისი თქმით, ეს გზა სააკაშვილმა აირჩია.
,,კადრებში რაც ვიხილეთ, როდესაც საქმე ეხება ყოფილ პრეზიდენტს ეს არის შეურაცხმყოფელიც, დამაფიქრებელიც, სამწუხაროდ ეს გზა აირჩია საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება მის პოლიტიკურ მომავალს, სამწუხაროდ უკრაინელებმა არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება, იმედია, ახლა პოლონელები მაინც გაითვალისწინებენ,“-განაცხადა უსუფაშვილმა.

loading…

პოპულარული

ფოტოები, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ ნახავთ - როგორ დახვდნენ ლადო აფხაზავას ჩიბათის სკოლაში
მამა პანტელეიმონის მეუღლე, 29 წლის ბარბარე მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა
ლადო აფხაზავა მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელთა ათეულშია - ფინალისტები ჰიუ ჯეკმანმა წარადგინა (ვიდეო)
„მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე" - მამუკა ხაზარაძის საგანგებო მიმართვა
დაწერე კომენტარი