იმედია, ჩემს დაბრუნებამდე ივანიშვილი ქვეყანას არ დააქცევს – ნათელაშვილი ვაშინგტონში გაემგზავრა

შალვა ნათელაშვილის მორიგი ვიზიტი შეერთებულ შტატებში – ვაშინგტონში „ლეიბორისტების“ ლიდერი ცოტა ხნის წინ გაფრინდა. ნათელაშვილის თქმით, დაგეგმილია აუდიენცია სენატორებთან და კონგრესმენებთან. შეხვედრებზე მთავარი ლეიბორისტი საქართველოში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბარს აპირებს.

„იწყება ჩემი ვიზიტი აშშ-ში, იმედია დაბრუნებამდე ივანიშვილი არ დააქცევს ამ ქვეყანას კიდევ. შეხვედრები დაგეგმილია აშშ-ს სენატის, კონგრესის, სახდეპის, სტრატეგიული ცენტრების ხელმძღვანელებთან. საუბარი იქნება საქართველოში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის,რომ ჩვენი მოკავშირეები შეეგუონ ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას საქართველოში,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა

პოპულარული

როგორ იქცევიან სახალხო დამცველის თანამშრომლები ციხეში - წულუკიანი ვიდეო მასალას ავრცელებს
"ეს ტიპი წერს ჩემს 11 წლის შვილს, ფოტოს გამოგზავნას სთხოვს და სექსზე ებაზრება, მაპოვნინეთ რა"- გიორგი გვარჯალაძე საზოგადოებას მიმართავს
სად მიდის წულუკიანი - მინისტრის განცხადება
"თავს უფლება მივეცი და დახეული ჯინსებით პირდაპირ ეთერში გამოვედი" - ინგა გრიგოლია თეა წულუკიანის განცხადებას პასუხობს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი