“ჩემო ანზორ მელია ძვირფასო, შიშით ჩემს ტანსაცმელს შევავლე თვალი…ვაი ჩვენს პატრონს” – თაკო ჩარკვიანი

ჩრკვიანი და მელიები

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარტია „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ნიკა მელიას ქურთუკის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება:

“ჩემო ანზორ მელია ძვირფასო! ნიკა მელიას ქურთუკმა გამახსენა ( 3 წელი რომ დეპუტატი იყო, იმ ნიკას ქურთუკმა) ჰოდა ამ ქურთუკზე ატეხილმა “ამბავმა” გამახსენა და შიშით ჩემს ტანსაცმელს შევავლე თვალი კარადაში, “ბრენდული” ხომ არ შემომეპარა, ( არა ,არ გვაქვს ოჯახს ბიუჯეტიდან ხელფასი და არც არასდროს გვქონია მაგრამ) რა იცი რას არ გაიგებს კაცი ბოლო დროს…..უცებ ჩემს მეუღლეს ( შიშით)პიჯაკზე “ ბრენდის ნიშანი” მოვუსინჯე, ახლა ირმასთანაც დავრეკავ ავსტრიაში , სიცივეა ვენაში და ქურთუკს თუ იყიდის ემანდ , რაიმე კარგი ხარისხის არ იყიდოს , არ დაგვღუპოს ოჯახი , რადგან ბრენდული საქართველოში მხოლოდ ბიუჯეტის ქურდებს, კორუფციონერებს და რუსი ფეოდალის ივანიშვილის მომხრეებს უნდა და შეიძლება , რომ ეცვათ, ჰოდა რა ვიცი არ ვართ მომხრეები , მოწინააღმდეგეები ვართ და ამიტომ გავაფრთხილებ შვილს! ანზორ მელიაც გაფრთხილდება , ამის შემდეგ ეცოდინება, რომ რადგან მთელი ცხოვრება ადამიანებს სიცოცხლეს უნარჩუნებს და ბიუჯეტშიც ფული იქით შეაქვს ,ოჯახში “ ბრენდული” “ კურტკა” თუ აღმოაჩნდა ვინმეს არამც და არამც არ ჩაიცვან , გადამალონ, აკი გითხარით მხოლოდ ბიძინას მომხრე კორუფციონერებს შეუძლიათ, ვისაც ბიუჯეტის ფული შესდით სახლში უშრომველად!!!!!!! ვაი ჩვენს პატრონს , მაინც რომ მაგრად მიყვარხარ, ჩემო “ დაბრენდილო და დაბრედილო” საქართველოვ!!!!!” – წერს სოციალურ ქსელში პარტია ,,კანონი და სამართალი” ლიდერი თამარ ჩარკვიანი.

დაწერე კომენტარი