“ჩემი შვილი რომ თინეიჯერულ ასაკში გათხოვდეს, შვილს რა თქმა უნდა არ გაგუდავს, მაგრამ მე კი გავიგუდავ თავს!”

ნიკა გვარამია

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში, 16 წლის დედის მიერ 7თვის შვილის გაგუდვას ეხმაურება:

ჩემი შვილი რომ თინეიჯერულ ასაკში გათხოვდეს, შვილს რა თქმა უნდა არ გაგუდავს, მაგრამ მე კი გავიგუდავ თავს!

ელაპარაკეთ თქვენს შვილებს! განსაკუთრებით, მამები და განსაკუთრებით გოგოებს! ბიჭებსაც, რა თქმა უნდა.

ორივე მყავს პრეთინეიჯერულ ასაკში და უკვე ბევრს ვმსჯელობთ ოჯახის და სექსუალობის თემებზე. განვიცდი უხერხულობას – დიახ. ვიშმუშნები და ზოგიერთ შეკითხვას ვერ ვპასუხობ – დიახ. რატომ? იმიტომ რომ სექსუალური განათლება არ მიმიმღია და დაწყობილად არავისთან მილაპარაკია ამ თემებზე.

სექსუალური განათლება სკოლაში! სასწრაფოდ! ეს ჭირდებათ ბავშვებს და ეს გვჭირდება მშობლებს!

ps სირცხვილი მე, ყოფილ განათლების მინისტრს, ამისთვის რომ ვერ მოვიცალე და ამ საკითხს არ მივხედე! არც გამხსენებია, იმდენ საქმეში! სირცხვილი მე!

პოპულარული

"სახლში დამაბრუნეთ, არ მინდა ხელფასი და არ მინდა პოლონეთში მუშაობა" - პოლონეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს
საზარელი ავარია თბილისში - დაღუპულია ორი ადამიანი
შემზარავი შემთხვევა სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე - 2 ადამიანი მანქანაში დაიწვა (ვიდეო)
8 დაშავებული და ერთი დაღუპული - შემზარავი ავარია გურიაში
დაწერე კომენტარი