ჩემი შვილი არის მოკლული… ბავშვი გააჩერეს 2 თვე ლიბიაში და შემდეგ გადმოგვიგზავნეს ცხედარი უკვე ფუჭებად მდგომარეობაში – ლიბიაში დაღუპული მეზღვაურის დედა

„ჩემი შვილი არის მოკლული, მე ამაში ვარ დარწმუნებული და როგორც დედა ვგრძნობ ამ ყველაფერს,“ – ეს განცხადება, ლიბიაში დაღუპული მეზღვაურის, დავით რაზმაძის დედამ, ნინო რაზმაძემ გააკეთა.

23 წლის დავით რაზმაძის ცხედარი ზღვაში, ხელებშეკრული ჯერ კიდევ იანვარში იპოვეს, თუმცა, რა ვითარებაში დაიღუპა მეზღვაური ლიბიაში ჩატარებულმა ექსპერტიზამ საეჭვოდ ვერ დაადგინა.

ოჯახი კი საქმეში არსებულ არაერთ საეჭვო გარემოებაზე მიუთითებს და ამბობს, რომ რაზმაძე მოკლულია.

„ბავშვი იყო 7 თვის კონტრაქტით წასული და 2 თვეც არ გაჩერდა, რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი, რატომ უნდოდა ისევ ისე უკან წამოსვლა ამ ბავშვს, ან რა პირობები შეექმნა ამ ბავშვს ისეთი, რომ წამოსვლა უნდოდა. ამანაც ჩემზე ძალიან გავლენა მოახდინა, მე ველოდებოდი ბავშვს, რომ 15 დღეში გამოვა, მაგრამ 15 დღეში მე ჩავედი საქართველოში“, – განაცხადა ნინო რაზმაძემ.

ქართულ მხარეს ცხედარი მხოლოდ რამდენიმე თვიანი დაგვიანების გადასცეს, რის გამოც სიკვდილის მიზეზის დადგენა საერთოდ შეუძლებელი აღმოჩნდა. მეზღვაურის დედა ამბობს, რომ ცხედარი განზრახ გადმოგზავნეს დაგვიანებით.

„არის გაფუჭებამდე მისული გვამი იმის გამო, რომ ზუსტად ისე დამტკიცებულიყო, როგორც თვითონ უნდოდათ. ბავშვი  გააჩერეს მთელი 2 თვე ლიბიაში და შემდეგ გადმოგვიგზავნეს უკვე ფუჭებად მდგომარეობაში. სად იყო მთელი 2 კვირის მანძილზე ბავშვი, არ არსებობს ჩემი შვილი 2 კვირა წყალში, არ გამსკდარი, ან თევზებისგან ნაჭამი. ეს ბავშვი არის შემდეგ გადაგდებული ან უკვე ძებნა, რომ გამოცხადდა“, – განაცხადა რაზმაძემ.

ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე საქართველოში ორთვიანი ლოდინის შემდეგ ჩამოასვენეს. დავით რაზმაძე იანვარში გარდაცვლილი იპოვეს – ცხედარი ნავსადგურში აღმოაჩინეს.

პოპულარული

საქართველოში ტემპერატურა დღეიდან -5 გრადუსამდე დაიკლებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
"12 საათზე, როგორც კი ჩამოკრავს ზარი ხელში დაიჭირეთ ერთ ლარიანი მონეტა და ..." - ახალი წლის მთავარი რიტუალი
ათონში მოღვაწე ბერს ჩანთიდან 14,5 გრამი მეტადონი ამოიღეს - რას წერს სასულიერო პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში
„ორჯერ გაიკეთა ქიმიოთერაპია...“ - ხათუნა ჟორდანია მძიმე დაავადებას ებრძვის
დაწერე კომენტარი