“ჩემი ქმედება დგომის და ფანჯარაზე დაკაკუნების გარდა, არაფერი იყო” – სადღობელაშვილი

„ქართული მარშის“ 5 წევრის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილვისას მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი გაბუნიასთან მისი ქცევა მხოლოდ დგომა და ფანჯარაზე კაკუნი იყო.

“მე არ ვარ კრიმინალი. მე პოლიტიკოსი ვარ. შეიძლება ჩემი გამოსვლები ხისტი იყოს, თუმცა საფრთხეს არ წარმოვადგენ. ჩემი ქმედება დგომის და ფანჯარაზე დაკაკუნების გარდა, არაფერი იყო. “რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მე ხელიც კი მკრა და ახლა ტვინის შერყევა მაქვს, – განაცხადა სადღობელაშვილმა.

შეგახსენებთ, 18 მარტს გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრაზე გაკეთებულ სიუჟეტს ასეთი შესავალი გაუკეთა: „მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშა, როდესაც საქადაგებლად 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო 2-3 წელიწადში აჭარაში და ჯვარზე კი ვერ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ჯვრის დასამზადებლად ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი. ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნება ყველა ხე გადარგული. ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე უხეო აჭარაში. მთავარია სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა, ან უარესი, მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად” .

გაბუნიას განცხადებას “ქართული მარშის” წევრების გაღიზიანება მოჰყვა. ისინი ტელეკომპანიის ეზოში შეიკრიბნენ, სადაც ჟურნალისტებთან დაპირისპირება მოჰყვა.

loading…

პოპულარული

ერთ კვირაში გაზი გაძვირდება!
„ამის გამკეთებელი არის ნაძირალა“ - გორში ფერმერს ვაშლის 128 ხე მოუჩეხეს (ფოტოები)
„ბოლო წლებმა დამარწმუნა, რომ ადამიანს ადამიანისთვის არათუ ტალახის სროლა, პირდაპირი გაგებით ხორცის გლეჯვაც შეუძლია“ - პაატა ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს
"ცეკვავენ ვარსკვლავები“ მოულოდნელი შედეგით დასრულდა - ვინ გავარდა შოუდან (ვიდეო)
დაწერე კომენტარი