ფოტოკონკურსი ,,ჩემი უბნის ფერები’’ იწყება

ჩემი უბნის ფერები

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული, ფოტოკონკურსი ,,ჩემი უბნის ფერები’’ იწყება. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
📷საკონკურსო ფოტო კონკურსის მონაწილემ ავჭალის, მუხიანისა და გლდანის შესახებ უნდა გადაიღოს.

შავი ჩაი ასკილით

📷ფოტო შესაძლებელია იყოს როგორც დოკუმენტური, ასევე მხატვრული. ერთმა მონაწილემ უნდა წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ან ორი ფოტო. აუცილებელია ფოტო იყოს jpg ფორმატში.

გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოვლინდებიან:

I – ჟიურის რჩეული 
II – ხალხის რჩეული ( სოციალურ ქსელში მოწონებების მიხედვით)
III – გამგეობის რჩეული

გამარჯვებულ მონაწილეებს ტექნიკის მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცემათ:

I ადგილი – 500 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი;
II ადგილი – 350 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი;
III ადგილი – 200 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი;

ფოტოები გააგზავნეთ: culturegldani@tbilisi.gov.ge
ფოტოების გაგზავნის ბოლო ვადა: 25 სექტემბერი.

შერჩეული ფოტოები სოციალურ ქსელში გამგეობის გვერდზეhttps://www.facebook.com/GldanisRaionisGamgeoba/ განთავსდება.

ერთ-ერთ ნომინაციაში გამარჯვებული სწორედ მოწონებების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდება.

ფოტოების გამოფენა – დაჯილდოება გლდანის პარკში, 8 ოქტომბერს , ,,თბილისობის’’ დღესასწაულზე გაიმართება.

დამატებითი ინფორმაციისთვის:

დაუკავშირდით: 596517878 მარიამ კეშელავა / 577 77 9636 მაკა აბუაშვილი
მიწერეთ ელ-ფოსტაზე: culturegldani@tbilisi.gov.ge

loading…

პოპულარული

ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის პასუხს ელოდება - გაიცვლება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთი და ნატო
"ის იყო მზე რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას..."- ტრაგიკულად დაღუპული 9 წლის გოგონას დედა
„ჩემთან ერთად კარგია ხო ცხოვრება, დედა...“ - ზუზუს მიერ მოყოლილი ისტორიები დედაზე (ვიდეო)
"ჩვენს გვერდზე მშვენიერი ჰიურემი" - ლელა წურწუმია და თურქი ვარსკვლავი მერიემ უზერლი ბათუმში (ფოტო)
დაწერე კომენტარი