” ჩემი და ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა, ის 24 წლის ძალიან ლამაზი გოგონა იყო…” – როგორ გადაიტანა უმძიმესი ტრაგედია ქეთი ხუციშვილმა

პოპულარული ქართული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი ქეთი ხუციშვილი იგივე ლუნა, ია ფარულავას გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ოჯახურ ტრაგედიაზე საუბრობს, რომელიც მისი დის გარდაცვალებას ეხება.

„2008 წლის ორ იანვარს ჩემი და ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა, ის 24 წლის ძალიან ლამაზი გოგონა იყო. იმ დღეს, როცა ეს ავარია მოხდა, მას ნიშნობა ჰქონდა. სიღნაღში მიდიონდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდნენ, ეს ტრაგედია გზაში მოხდა. მისი მეუღლე გადარჩა. ძალიან რთული გადასატანი იყო, მაგრამ მთელმა ჩემმა ოჯახმა ერთმანეთის გვერდში დგომით როგორღაც გადავლახეთ“. 

სჯერა, რომ მისი და ყოველთვის მასთანაა.

„მაშინ ჯერ კიდევ გათხოვილი ვიყავი, როდესაც ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ შენში სულ სხვა რაღაცას ვხედავო ხელოვნებაზე მიმანიშნა, მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი, მაგრამ მერე გამახსენდა. ვიცი, რომ მიყურებს, ამას ვგრძნობ და ნამდვილად ვიცი, ის ჩემს გვერდითაა“, – ამბობს ქეთი ხუციშვილი.  

loading...

პოპულარული

როგორ ჩაცხრილეს მღვდლები მანქანაში: "ავტომატითაც დაუცხრილიათ და ნაჯახითაც მოუჭრიათ თავი..." - სკანდალი რუის-ურბნისის ეპარქიაში
კორონავირუსის ახალი კლასტერი თბილისი ცენტრში - რა ხდება დევნილთა საცხოვრებლში
ქარელის მერმა მოქალაქებს დედა აგინა
"ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების ბოჰემური ცხოვრება და უეცრად გამდიდრების სქემა - კოლოსალური შემოსავლები დუმილის სანაცვლოდ? (ვიდეო)
დაწერე კომენტარი